საქართველო და ეკოლოგოლოგია, დღეს არსებული პრობლემები, უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი ექსპედიციები, –  ამ საკითხებზე  ,,თბილისი თაიმსი’’ ესაუბრა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ხელმძღვანელი ეკატერინე ბენდელიანს. ქალბატონო ეკა, რამდენად ხშირად ხორციელდება ექსპედიციები ეკოლოგიის მიმართულებით და არიან თუ არა ჩართულნი სტუდენტები ამ ღონისძიებებში? რომელ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობთ? რთულია იმის თქმა, რამდენად ხშირად ხორციელდება ექსპედიციები. ღონისძიებები  ტარდება იმ სიხშირით, რა  რაოდენობის სამეცნიერო კვლევები და პროექტები აქვთ დაგეგმილი სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებს და  სასწავლებლებს: უნივერსიტეტებს, ინსტიტუტებს და სხვა. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები შემდეგ უნივერსიტეტებთან:

  • ილიას სახელმწიფო უნივერისტეტთან;
  • საქართველოს აგრარულ უნივერისტეტთან;
  • გ.ალასანიას საქართველოს უნივერსიტეტთან;
  • ქუთაისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
  • აიპ  “ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი~;
  • სსიპ თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრი „მარგი“;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო   და სხვა.

საქართველოს ტერიტორიების მიხედვით რომ ვისაუბროთ, შეგიძლიათ თუ არა გამოყოთ ტერიტორიები, სადაც განხორციელებული კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და რატომ? ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელ მიმართულებას გულისხმობთ, საკმაოდ საინტერესოა ფაუნის მიმართულებით: ზღვის ძუძუმწოვრების მონიტორინგი კოლხეთის ეროვნულ პარკში, აქვე ფრინველების მონიტორინგი, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე და ჭაჭუნას აღკვეთილში ჩატარდა საკმაოდ მასშტაბური პალეონტოლოგიური კვლევები საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ, აჭარის რეგიონში „წვრილი ძუძუმწოვრების შესწავლა“ ჩატარდა, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მსხვილი ძუძუმწოვრების შესწავლა, რომელიც სამინისტროს ეგიდით ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით ასევე „მსხვილი ძუძუმწოვრების აღრიცხვა“, თუშეთის დ.ტ-ზე და იმერეთის მღვიმეებში „ღამურების კვლევა“ და თუშეთის დ.ტ-ზე„ტყის ფიტოპათოლოგიური კვლევა“, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში „პეპლების კვლევა“ ჰოლანდიელების მიერ და უკრაინელების მიერ „ხოჭოების კვლევა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალებში. თქვენი ინიციატივით ჩატარებული ექსპედიციების დაფინანსების წყაროს რა წარმოადგენს? ვინ არიან თქვენი პარტნიორები? სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო სახელმწიფო ბიჯეტის გარდა, ხშირად მიმართავს დონორ ორგანიზაციებს სამეცნიერო კვლევების დაფინანსებისათვის, ჩამოვთვლი რამოდენიმეს: GIZ, WWF,KFW, SOCAR, CNF, FFI და სხვა. რამდენად აქტიურად თანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან? იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტი ვერ ფარავს სრულყოფილად დასახულ მიზნებისათვის საჭირო თანხებს, ამიტომ ზოგიერთი  საკითხების მოსაგვარებლად პროექტის დასაფინანსებლად სააგენტო მიმართვას სხვა და სხვა გარემოსდაცვის ფონდებს. თქვენი აზრით, რომელი ქვეყნები უფრო დაინტერესებულნი არიან საქართველოში ჩატარებული კვლევებით? მიმაჩნია, რომ ბევრი ქვეყანა დაინტერესებულია საქართველოს ბუნებით და ჩატარებული კვლევებით, თუმცა ხშირი სტუმრები  მაინც არიან გერმანელები და უკრაინელები. როგორ მიგაჩნიათ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ როგორც სამთავრობო ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართულნი პროექტებში? რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა, რადგან ხშირად რიგი საკითხები იკვეთება, რომელიც ორივე მხარისათვის მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ყველა პროექტს სამთავრობო ორგანიზაციები არასამთავრობოს დახმარების გარეშე ვერ განახორციელებენ და პირიქით. ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე მეტი კვლევის ჩატარება შეგვიძლია, რაც უფრო ეფექტური იქნება. ჩატარებული ეკოლოგიური კვლევების შედეგად  შეგიძლიათ თუ არა გამოყოთ მიმართულებები, რომლებიც საჭიროებს მეტ ყურადღებას სახელმწიფოს მხრიდან? კონკრეტულად ერთი მიმართულების გამოყოფა რთულია. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება მიექცეს სისტემატიკურ კვლევებს როგორც ბოტანიკაში, ასევე ზოოლოგიაში, ასევე მონიტორინგის კვლევებს, მონაცემთა ბაზების სისტემების დანერგვას, კლიმატური ცვლილებების მიმართულებით კვლევებს და სხვა. იგეგმება თუ არა ახალი ექსპედიციები ახლო მომავალში? შემიძლია ავღნიშნო ერთ-ერთი ექსპედიცია. გვიან  გაზაფხულით იგეგმება თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ექსპედიციების განხორციელება, რათა იქ დაიწყოს მასშტაბური ბიოლოგიური ბრძოლა გავრცელებულ მავნე ქერქიჭამიების ხოჭოების წინააღმდეგ. 25.12.13 მარინა ფიდუაშვილი

Please follow and like us: