თბილისი თაიმსისმორიგი ბლიცგამოკითხვა შეეხო საქართველოში ონლაინ შოპინგის კულტურის განვითარებას. როგორც გაირკვა ეს სერვისი საქართველოსი არც თუ ისე განვითარებულია, მომხმარებლის ნდობა კი მის მიმართ დაბალია.

გამოკითხული ონლაინმაღაზიების სრული უმრავლესობა აცხადებს,რომ კონკურენცია მაღალია და გაყიდვებმა ბოლო პერიოდში საკმაოდ იკლო ხოლო ფასები სტაბილურია.

გამოკითხული მაღაზიები ასევე ონლაინ შოპინგის დადებით და უარყოფით მხარეებზეც საუბრობენ.

გამოიკითხული ონლაინმაღაზიებია: hotspot.ge; flowers.g; my brand; my market.ge; my iphone და ელიტ ელექტრონიქსი.

გთავაზობთ გამოკითხვის შედეგებს.

ინტერნეტ-მაღაზია Hotspot.geში აცხადებენ, რომ საქართველოში ონლაინ შოპინგის კულტურა არც თუ ისე გავრცელებულია, სულ რამდენიმე წელია რაც ეს კულტურა დამკვიდრდა და დიდი მოთხოვნა არ არის, თუმცა ბაზარზე ბევრი ინტერნეტ მაღაზიაა. ინტერნეტ შოპინგის უპირატესობად hotspot-ში მიიჩნევენ იმას, რომ ერთ სივრცეში შესაძლებელია სხვადასხვა სახის პროდუქციის შეზენა, ასევე მომხმარებელს დროის ხარჯვაც არ უწევს, ხოლო კონკურენტებთან შედარებით საკუთარ უპირატესობად მიიჩნევენ იმას, რომ შენაძენის ტრანსპორტირება საქართველოს ნებისმიერ წერტილში საიტის მომხხმარებლებისთვის სრულიად უფასოა. როგორც აღმოჩნდა მომხმარებლებს ინტერნეტ-მაღაზიების ნდობა უჭირთ, აქცენტს კი უსაფრთხოების საკითხზე ამახვილებენ. ამ ინტერნეტ-მაღაზიაში ყველაზე მოთხოვნადი არის ნოუთბუქი და მობილური ტელეფონები, ბოლო თვეების განმავლობაში გაყიდვების ზრდა შეინიშნება, ეს სეზონურობით აიხსნება რადგანაც წინასაახალწლო პერიოდი გაყიდვების ბუმად მიიჩნევა, იანვრიდან კი ისევ გაყიდვების კლებას ვარაუდობენ, ფასები კი ძირითადად სტაბილურია მხოლოდ მცირედი ცვალებადობა შეინიშნება ზრდის კუთხით. Hotspot.ge-ს 40 000 რეგისტრირებული მომხმარებელი ყავს საიდანაც 8000 აქტიური გამომწერია.

Flowers.ge-ში თვლიან , რომ საქართველოში ონლაინ-შოპინგი საკმაოდ აქტუალურია და მოთხოვნაც დიდია, ინტერნეტით შენაძენის გაკეთების უპირატესობა კი არის დროისა და ენერგიის მაქსიმალური დაზოგვა, მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია დაათვალიეროს ყველა ის პორდუქცია,რომელსაც მაღაზია თავაზობს, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით flower.ge-ში აცხადებენ, რომ მომხმარებლების ნდობა ინტერნეტ-მაღაზიების მიმართ მაღალია, ბოლო თვეების განმავლობაში გაყიდვების ზრდა შეინიშნება, ფასები კი სტაბილურია, მაღაზას დაახლოებით 12 000 მომხმარებელი ყავს.

ინტერნეტ მაღაზია mybrand-ში აცხადებენ, რომ მოთხოვნა არც თუ ისე, დიდია მიზეზად კი საქართველოს პატარა ბაზარზე ძალიან ბევრი მსგავსი პროფილის მაღაზიის არსებობა დასახელდა. ონლაინ შოპინგის უპირატესობად ამ შემთხვევაშიც დროის ხარჯვის თავიდან აცილების შესაძლებლობას ასახელებენ, ნდობა კი ძალიან დაბალია, რადგანაც ონლაინ-შოპინგი ქართველი მომხმარებლისთვის ჯერ კიდევ ახალი ხილია. გაყიდვების კლება შეინიშნება, რადგანაც ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ინტერ-მაღაზია გაიხსნა და რამდენიმე კომპანიის ცუდმა მომსახურეობამ რეპუტაცია შეულახა სხვა ინტერნეტ-მაღაზიებსაც. ფასები წინა თვეებთან შედარებით სტაბილურია. My brand-ში აცხადებენ, რომ მათ საიტს თვეში დაახლოებით 70-80 გამომწერი ყავს.

Mymarket.ge-ში განაცხადეს, რომ საქართველოში ონლაინ შოპინგი საკმაოდ დამკვიდრებულია თუმცა უცხოური ინტერნეტ მაღაზიები უფრო პოპულარულია ვიდრე ადგილობრივი, ონლაინ შოპინგის უპირატესობად ამ შემთხვევაშიც დროის დანაზოგი და მაქსიმალური კომფორტი სახელდება, როგორც აღმოჩნდა საიტის მომხმარებელთა დიდ ნაწილს (65-70%-ს) უჭირს ბოლომდე ენდოს ინტერნეტ-მაღაზიას, ამას კი my market-ში იმით ხსნიან, რომ მომხმარებელი მხოლოდ ფოტოს საშუალებით ხედავს  პროდუქციას და დიდი შანსია შენაძენი არ აღმოჩნდეს ისეთ, როგორიც მან აღიქვა. ინტერნეტ-მაღაზიაში განაცხადეს, რომ ყველაზე მეტად მამაკაცის თავის მოვლის საშუალებები იყიდება. როგორც ადმინისტრაცია აღნიშნავს რამდენიმე თვის წინ  ონლაინ გაყიდვების ბუმი იყო თუმცა  ბოლო პერიოდში გაყიდვების კლება შეინიშნება, რაც კონკურენციის ზრდით აიხსნება. ფასეი კი არ შეცვლილა და სტაბილურია. My market-ს თვის განმავლობაში 5 000 მომხმარებელი ყავს.

My iphone-ში აცხადებენ, რომ ონლაინ შოპინგი არც თუ ისე გავრცელებულია საქართველოში, ინტერნეტით შენაძენის გაკეთების მთავარი უპირატესობა კი დროის ხარჯვის თავიდან აცილებაა, მომხმარებლების ნდობა ინტერნეტ-მაღაზიის მიმართ არც თუ ისე მაღალია. გაყიდვები წინა წელთან შედარებით შემცირებულია, ხოლო ფასები კი სტაბილური, უმნიშვნელო ცვლილებებით. კომპანიაში ვერ ასახელებენ მოსახლეობის რა რაოდენობა სარგებლობს მათ მიერ შეთავაზებული სერვისით.

კომპანია ელიტ ელექტრონიქს აქვს ონლაინ-შოპინგის სერვისი, თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ გარკვეული ხარვეზების გამო ამ ეტაპზე ეს სერვისი შეჩერებულია და ჯერჯერობით ვერ ასახელებენ თუ როდის აღსდგება ეს სერვისი.

„თბილისი თაიმსმა“  ასევე დაკავშირება სცადა, წინა წლებში აქტიურ და ცნობად კომპანიასთან – TV shop.ge, თუმცა აღმოჩნდა, რომ  საიტი დახურულია და დაკავშირება ვერ მოხერხდა, მათ ინტერნეტ მისამართზე მითითებულია, რომ კომპანიას შეჩერებული აქვს საქმეიანობა.

25.12.13

ნინა პირტახია

 

Please follow and like us: