თბილისი თაიმსიამჯერად ავტომობილების ბიზნესით დაინტერესდა და ამ კვირის ბლიცგამოკითხვაც სწორედ ამ თემას ეხება. შევეცადეთ გაგვეგო თუ რომელი ფირმის ავტომობილი იზიდავს ქართველ მძღოლებს და რა კრიტერიუმებით არჩევენ მათ, აგრეთვე ბიზნესის კეთების კუთხით თუ შეიცვალა რაიმე და ავტობაზარზე ფასების ზრდა ან კლების ტენდენციები თუ შეინიშნება.

თბილისი თაიმსმაგამოკითხა საქართველოს ავტო ბაზარზე არსებული ოფიციალური დილერები 8 კომპანია: „მერსედესის“; „ჰიუნდაის“; „ჰონდასა და  ფოლკსვაგენის“  და ავტოიპორტიორი კომპანიები – „კაუკასუს ავტო იმპორტი“;  „იაა“; „თრასთ აუტოდა „mycar.ge“.

გამოკითხვის შედეგებით, აღმოჩნდა,  რომ ქართველი მძღოლებისთვის მთავარი ეკონომიურობაა, შემდეგ მოდის ხარისხი და მანქანის დიზაინი. ავტოიმპორტიორი კომპანიები ყველაზე პოპულარულ მანქანად მერსედესს ასახელებენ. როგორც აღმოჩნდა ყაზახეთში ექსპორტის შეწყვეტამ ავტო იმპორტიორი კომპანიები ძალიან დააზარალა. ჩვენს მირ  გამოკითხული ყველა კომპანია ერთ ხმად აღნიშნავს, რომ ბიზნესის კეთების კუთხით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გარემო გაუმჯობესდა.

გთავაზობთ ბლიცგამოკითხვის შედეგებს:

მერსედესის  სერვის-ცენტრის ადმინისტრაცია, ”თბილისი თაიმსთან” საუბარში აცხადებს, რომ მერსედესის ფირმის ავტომობილები ძალიან პოპულარული და მოთხოვნადია საქართველოში, წინა წელთან შედარებით კი გაყიდვები საკმაოდ გაიზარდა, მერსედესის ფირმის ავტომანქანების უპირატესობად  უსაფრთხოებას, ეკონომიურობას და სალონის დახვეწილობას მიიჩნევენ. როგორც აღმოჩნდა ქართველი მძღოლები ავტომობილის შეძენისას პირველრიგში ფასს აქცევენ ყურადღებას, შემდეგ კი მანქანის დიზაინსა და ფერს, ყველაზეწ მეტად კი შავი ფერის ავტომობილები იყიდება, აცხადებენ კომპანიაში. მთავარ კონკურენტად კი კომპანიაში BMW-ს ფირმის ავტომობილებს მიიჩნევენ. სერვის-ცენტრში აცხადებენ, რომ ბიზნესის კეთების კუთხით, ბოლო წლის განმავლობაში, გარემო საგრძნობლად გაუმჯობესებულია. ფასები ავტომობილებზე თითქმის იგივეა, ბოლო თვეების განმავლობაში ოდნავ გაიზარდა.

ჰიუნდაის  ოფიციალური დილერი საქართველოში აცხადებენ, რომ ჰიუნდაის ფირმის ავტომობილი ყოველთვის მთხოვნადი იყო, ბოლო წლის განმავლობაში კი მოთხოვნა 60%ით გაიზარდა. რაც შეეხება ჰიუნდაის უპირატესობებს, ის ძალიან ეკონომიური და უსაფრთხო მანქანაა, ქართველი მძღოლები კი მას ეკონომიურობის კუთხით ირჩევენ. ჰიუნდაის წარმომადგენლები მთავარ კონკურენტად „ტოიოტას ცენტრს“ მიიჩნევს. კომპანიაში აცხადებენ, რომ 2008 წლის შემდეგ ქვეყანაში კრიზისი იყო ბიზნესის კეთების მხრივ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი დადებითისკენ შეიცვალა მდგომარეობა. ფასები სტაბილურია წინა წელთან შედარებით და ცვლილებებიც მოსალოდნელი არ არის.

ჰონდას  სერვის-ცენტრში აცხადებენ რომ, მოთხოვნა ჰონდას ტიპის მანქანებზე საკმაოდ დიდია, ხოლო მათ მთავარ  უპირეტასობად მიიჩნევენ, რომ ჰონდას ფირმის მანქანები ეკონომიური და ხარისხიანია, ქართველი მძღოლებიც ამ კრიტერიუმებით ირჩევენ ავტომობილებს, სერვის-ცენტრის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბიზნესის კეთების კუთხით არაფერი შეცვლილა, ფასები კი სტაბილურია, მატი განცხადებით, ზამთრის სეზონისთვის იგეგმება ფასდაკლებები და აქციები, მაგალითად მას, ვინც წინასაახალწლოდ ჰონდას ცენტრში შეიძენს ავტომანქანას, საჩუქრად გადაეცემა  ავტომანქანის დაზღვევა და კომპიუტერი, აღნიშნავენ ცენტრში.

ფოლკსვაგენის  ოფიციალური დილერები საქართველოში აცხადებენ, რომ ბოლო თვეების განმავლობასი მოთხოვნის 15%-იანი ზრდა ფიქსირდება, ფოლკსვაგენის ფირმის ავტომობილების უპირატესობა არის უსაფრთხოება და კომფორტული დიზაინი. ქართველი მძღოლებისთვის ყველაზე მიმზიდველი ამ მარკის ავტომობილთა ხელმისაწვდომი ფასი აღმოჩნდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბიზნესის კეთების კუთხით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გარემო გაუმჯობესებულია. ფასები კი სტაბილურია, საახალწლოდ იგეგმება ფასდაკლებები, ზამთრის სეზონზე კი ფასების კლებაა მოსალოდნელი.

კაუკასუს ავტო იმპორტში  კი აცხადებენ, რომ იმპორტის ლიდერი მერსედესის ფირმის ავტომობილებია, იმპორტი რამდენიმე თვეა რაც შემცირდა, თუმცა, როგორც კომპანიაში განაცხადეს ეს სეზონურია და ზამთრის შემდეგ მოთხოვნის ზრდას ელოდებიან. როგორც აღმოჩნდა, ყაზახეთში ექსპორტის შეწყვეტამ კომპანია მნიშვნელოვნად დააზარალა, თუმცა ყაზახეთში ექსპორტი ჩაანაცვლა აზერბაიჯანში, სომხეთსა და ყირგიზეთში ექსპორტმა. მძღოლები ავტოომბილების შეძენისას ითხოვენ დაბალ ფასებს და მაღალ ხარისხს, კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები ერთმანეთში შეუსაბამობაში მოდის, ამიტომ ხშირად მძღოლებს უხდებათ აუქციონზე შეიძინონ დამტვრეული მანქანები და საქართველოში შეაკეთონ. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბიზნესის კეთების კუთხით, ბოლო ერთი წლის განმავლობაშიი დადებითი ცვლილებები შეინიშნება.  ფასების მკვეთრი ცვალებადობა მომხდარა, თუმცა შარშან ზამთარში აშშ-ი, საიდანაც აღნიშნული კომპანია ავტომობილების ექსპორტს ახორციელებს,  ქარიშხალ სენდის გამო ავტომობილები ძალიან გაიაფდა, წელს კი ზამთრის სეზონის განმავლობაში ავტომობილებზე ფასის ზრდაა მოსალოდნელი.

ავტოიმპორტიორი კომპანია იაა – ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილებია მერსედესი და BMW, ავტომობილებზე მოთხოვნა არჩევნების პერიოდში შემცირებული იყო თუმცა პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად მოთხოვნის ზრდასაც ვარაუდობენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ ყაზახეთში იმპორტის შეწყვეტამ გაანახევრა გაყიდვები. ქართველი მძღოლების მთავარი მოთხოვნა ავტომობილის შეძნისას კი ეკონომიურობაა. ფასები სტაბილურია წინა წელთან შედარებით, საახალწლოდ კი მოსალოდნელია ავტომობილების გაიაფება.

Mycar.ge -ში აცხადებენ, რომ ყველაზე მოთხოვნადი მერსედესის მარკის ავტომობილია, მოთხოვნა ავტომობილებზე მაღალია და წინა წელთან შედარებით რაიმე ცვლილებები არ შეიმჩნევა. ყაზახეთსი ექსპორტის შეჩერებამ მანქანების გაყიდვა ძალიან შეაფერხა. როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, ქართველი მძღოლები უპირატესობას შავი ფერის ავტომობილებს ანიჭებენ. ბიზნესის კეთების კუთხით ბოლო ერთი წლის განმავლობაში გარემო დადებითისკენ შეიცვალა, ფასები კი შემცირდა და ზამთრის სეზონზე ფასების კიდევ უფრო შემცირებას ელოდებიან.

კომპანია თრას აუტოში იმპორტის ლიდერი კვლავ მერსედესია, მოთხოვნა ავტომობილებზე კი მაღალია. ყაზახეთში იმპორტმა გაყიდვები მნიშვნელოვნად შეამცირა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ქართველი მძღოლებისთვის უპირატესი ეკონომიურობაა, ბიზნესის კეთების კუთხით კი , ბოლო ერთი წლის განმავლობაში გარემო დადებითად შეიცვალა. კომპანიის განცხადებით  ფასები  სტაბილურია წინა წელთან შედარებით და ზამთრის სეზონზე ფასების კლებას ვარაუდობენ.

25.12.13

ნინა პირტახია

Please follow and like us: