ზამთრის ტურისტული სეზონი ახლოვდება და  ჩვენი მორიგი ბლიცგამოკითხვა ამ საკითხს ეხება, თბილისი თაიმსიდაინტერესდა არის თუ არა მოთხოვნადი საქართველოში ზამთრის კურორტები , ელოდებიან თუ არა ტურისტული კომპანიები სტუმრებს უცხოეთიდან და  რომელი ქვეყნებიდან, გაუზრდება თუ არა  წელს  საქართველოს ზამთრის კურორტებზე ფასებიგამოიკითხა საქართველოს ტურისტულ ბაზარზე არსებული  8 ტურისტული კომოანია: ინტერკონტინენტალი,  Go Tour,  არგოტურილიბერთი ტურიკალიფსო თრეველი, მოგზაურთა კლუბიინტერ ტური, იტა ჯორჯია.

გამოკითხული კომპანიის სრული უმრავლესობა ასახელებს, რომ ტურისტებს უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან ელოდებიან, რომლებიც გუდაურისა და ბაკურიანის ტურებს ითხოვენ. ქართველები კი ზამთრის სეზონზეც ეგვიპტესა და დუბაის სტუმრობენ.  კომპანიების ვარაუდით წელს ტურისტების ზრდას ვარაუდობენ, აქვე ტურისტული კომპანიები აცხადებენ, რომ წელს შიდა ტურებზე ბაკურიანსა და გუდაურში ფასები  გაიზრდება.

გთავაზობთ ბლიცგამოკითხვის შედეგებს:

ინტერკონტინენტალი კომპანიაში აცხადებენ, რომ  საზღვარგარეთ ზამთრის ტურისტული სეზონი ორი კვირის წინ დაიწყო ხოლო საქართველოში დეკემბრის 25ში იწყება. მოთხოვნა კი გარე ტურებზე უფრო მეტია, კვირაში დაახლოებით 150 ადამიანი ითხოვს ზამთარში გარე ტურებს. ყველაზე მოთხოვნადი კი ეგვიპტე და დუბაია. ზამთრის ტურები ძალიან აქტუალურია, გასულ ზამთარს 3 000-მა ადამიანმა ისარგებლა ინტერკონტინენტალის გარე ტურებით, წელს კი კომპანიაში ამ მაჩვენებლის 15%-იან ზრდას ვარაუდობენ. სტუმრებს კი ძირითადად რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან , აზერბაიჯანიდან და ეგვიპტიდან ელოდებიან , რომლებიც გუდაურისა და ბაკურიანის ტურებს ითხოვენ. შიდა ტურებზე მოთხოვნა უცხოელების მხრიდან უფრო ფიქსირდება. ქართველები ზამთარში ძირითადად თბილ ქვეყნებს ირჩევენ და  ტურისტთა 70% 5 ვარსკვლავიან სასტუმროს ითხოვს, ხედით ზღვაზე, ბიოზოლში და აუცილებელი კრიტერიუმია აუზში წყალი მუდმივად თბებოდეს. შარშანდელთან შედარებით  შეინიშნება ფასების 20 %იანი ზრდა.  ზამთრის საზღვარგარეთ გატარების მსურველებს ეს სიამოვნება 1 კვირის განმავლობაში  საშუალოდ 1500 $ დაუჯდება ხოლო საქართველოს ზამთრის კურორტებზე 1 დღის გატარების  ღირებულება  2პერსონას 70-80 $ დაუჯდება.

ტურისთულ კომპანია Go Tour-ში აცხადებენ, რომ  ზამთრის სეზონი გარე ტურებისთვის უკვე დაიწყო, კერძოდ კი დუბაისა და ეგვიპტის მიმართულებით, ქართველების მხრიდან მოთხოვნადია ასევე იტალიის, ჰოლანდიისა და საფრანგეთის საშობაო ტურები. კომპანიაში ამ ეტაპზე გარე ტურები უფრო მოთხოვნადია, აღნიშნული კომპანია მიმდინარე წლის აპრილიდან გამოჩნდა საქართველოს ტურისტულ ბაზარზე და ამიტომ, ბუნებრივია ვერ გვისახელებს თუ რამდენად აქტუალური იყო ზამთრის ტურები გასულ წელს. წელს კი სტუმრებს ყაზახეთიდან და უკრაინიდან ელოდებიან.  ტურების ღირებულება 400$დან იწყება.

კომპანია არგოტურში  „თბილისი თაიმსთან” საუბრისას აცხადებენ,  რომ  ზამთრის ტურისტული სეზონი 20 ნოემბრიდან იწყება, მოთხოვნა შიდა ტურებზე უფრო მეტია, საზღვარგარეთ ზამთრის გატარების მსურველები კი ეგვიპტესა და დუბაის ითხოვენ. შარშან  ძალიან აქტუალური იყო ზამთრის ტურები და წელსაც იგივე მოლოდინი აქვთ. რაც შეეხება უცხოელებს, კომპანიაში ძირითადად აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ელოდებიან ტურისტებს. როგორც საუბრისას აღმოჩნდა  უცხოელების მხრიდან უფრო შირად ფიქსირდება მოთხოვდა საქართველოს ზამთრის კურორტებზე, რომლებიც ითხოვენ ქართული კერძების დეგუსტაციასა და მაქსიმალურ კომფორტს სასტუმროში. ფასები სტაბილურია და ბაკურიანსა და გუდაურსი დასვენება მსურველებს 500-600$ დაუჯდებათ ერთი კვირის განმავლობაში.

ლიბერთი ტურში აღნიშნავენ, რომ  ზამთრის ტურისტული სეზონი საქართველოში 25 დეკემბრიდან იწყება, საზრვარგარეთ კი ნოემბრიდან. ზამთრის სეზონზე შიდა ტურები უფრო მოთხოვნადია, ტურისტებს კი აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან ელლოდებიან, რომლებიც ბაკურიანსა და გუდაურს ირჩევენ.  ტურისტები ითხოვენ კომფორტულ სასტუმროებსა და ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნებას. ტურის ღირებულება კი ერთი დღის განმავლობაში 200-250 ლარს შეადგენს.

კალიფსო თრეველის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ზამთრის ტურისტული სეზონი 20 დეკემბრიდან იწყება, მოთხოვნა შიდა ტურებზე უფრო მეტია, გასულ წელს ზამთრის ტურები ძალიან მოთხოვნადი იყო და წელსაც იგივე მოლოდინია. ტურისტებს კი ელოდებიან  რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიიდან, რომლებიც ითხოვენ ექსკურსიებს, ქართული ტრადიციუკი კერძების დაგემოვნებასა და კომფორტულ სასტუმროს.  გუდაურსა და ბაკურიანში 1 კვირის გატარების ღირებულება ორ პერსონაზე 1500$-ია.

მოგზაურთა კლუბში აცხადებენ, რომ ზამთრის ტურისტული სეზონი  ნოემრიდან იწყება , მოთხოვნა კი უფრო მეტად შიდა ტურებზე ფიქსირდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ შარშან ზამთრის კურორტებზე მოთხოვნა არ იყო წელს კი უკეთესის მოლოდინი აქვთ. ქართველები კი უცხოეთის თბილ ქვეყნებს ირჩევენ ზამთრის სეზონზე როგორიცაა, დუბაი და ეგვიპტე. საქართველოს ზამთრის კურორტებზე მოთხოვნა კი ძირითადად ქართველების მხრიდანაა თუმცა  სტუმრებს უკრაინიდან და აზერბაიჯანიდანაც ელოდებიან. ფასები წინა წელთან შედარებით გაიზარდა თუმცა კომპანიაში ვერ გვისახლებენ დაახლოებით რა ჯდება ზამთრის ტურები.

ტურისტულ სააგენტო  ინტერ ტურში აცხადებენ, რომ ზამთრის ტურისტული სეზონი ნოემბრის ბოლოდან იწყება, მოთხოვნა კი შიდა ტურებზე უფრო მეტია. შარშან ზამთრის კურორტები ნაკლებად აქტუალური იყო თუმცა წელს მოთხოვნის ზრდას ვარაუდობენ. ტურისტებს ელოდებიან ლიტვიდან და ლატვიიდან  და აცხადებენ რომ შიდა ტურებზე მოთხოვნა ქართველი და უცხოელი ტურისტების მხრიდან თანაბრად ხდება მაგრამ აცხადებენ, რომ ქართველებს მომსახურებაში ფულის გადახდა არ სურთ და ტურისტული სააგენტოების გვერდის ავლით ცდილობენ დასვენების მოწყობას.  ფასები წინა წელთან შედარებით გაიზარდა და ტურის ღირებულება ერთ პერსონაზე შეადგენს 300$-ს.

იტა ჯორჯიაში კი აცხადებენ, რომ  საქართველოში ტურისტული სეზონი დეკემბრის დასაწყისიდან იწყება, მოთხოვნა შიდა ტურებზე უფრო მაღალია, ბაკურიანი და გუდაური კი უცხოელი ტურისტების მხრიდან აქტუალურობას არ კარგავს. კომპანიაში ამბობენ, რომ შარშნ ძალიან აქტუალური იყო საქართველოს სათხილამურო კურორტები და წელსაც იგივე მოლოდინი აქვთ. ტურისტებს ელოდებიან რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიიდან. უცხოელი ტურისტების მხრიდან ზამთარში ბაკურიანსა და გუდაურზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, ტურისტები ძირითადად ითხოვენ კომფორტულ სასტუმროებსა და ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნებას, ერთკვირიანი ტურის ღირებულება კი ერთ პერსონაზე 500$-ს შეადგენს.

25.12.13

ნინა პირტახია

 

 

 

Please follow and like us: