თბილისი თაიმსიამჯერად ქართული ღვინის ექსპორტით დაინტერესდა, დავინტერესდით თუ როგორ აისახა რუსეთის ბაზრის გახსნა ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე, როგორაფასებენ კომპანიები აღნიშნულ ბაზარს.

გამოიკითხა ღვინის მწარმოებელი 7 კომპანია: თელიანი ველი; შატო მუხრანი; ბაგრატიონი 1882; თბილღვინო; ხვანჭკარა; ქართული ლეგენდა და ვაზიანი. ჩვენი დაკავშირების მიუხედავად   კომპანიაში – „ასკანელი ძმებიკომენტარისგან თავი შეიკავეს.

გამოკითხულ შვიდივე კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსეთის ბაზარი არაპროგნოზირებადი და არასტაბილურია.  6 კომპანია თვლის, რომ  გარემო ბიზნესის კეთების კუთხით გაუმჯობესდა, კომპანიები ასევე აცხადებენ, რომ გაყიდვების ზრდა შეინიშნება.

გამოკითხვის შედეგები კი ასე გამოიყურება:

თელიანი ველი  ექსპორტს ახორციელებს 25-მდე ქვეყანაში, მათ შორის ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ბალტიისპირეთში, აშშ-ში, 2014 წლიდან ბაზრის უფრო გაფართოებას გეგმავენ. თელიანი ველის მეირ წარმოებული ღვინო ერთი თვეა რაც რუსეთის ბაზარზე გავიდა, კომპანიის ექსპორტის მენეჯერი აცხადებს, რომ ეს დადებითი მოვლენაა, რადგან რუსეთის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია თუმცა მისივე განმარტებით ამავდროულად არასტაბილურიც, ამიტომაც ისინი ცდილობდნენ ამ ბაზარზე დამოკიდებულები არ გახდნენ. კომპანიაში ბოლო წლის განმავლობაში გაყიდვების – 15%იანი ზრდა ფიქსირდება, მათივე განცხადებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში გარემო ბიზნესის გეთების კუთხით დადებითად შეიცვალა. „თელიანი ველი ღვინის ექსპორტში, ქართულ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის 15-20 %-იან წილს ფლობს“, – აცხადებენ კომპანიაში.

შატო მუხრანი  ღვინის ექსპორტს ახორციელებს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ბალტიისპირეთში, აშშ-სა და ჩინეთში. 2014 წლიდან ღვინის გატანას გეგმავენ ჩეხეთში. შატო მუხრანი რამდენიმე თვეა რაც რუსეთში ექსპორტს ახორციელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსეთის ბაზარი მნიშვნელოვანია გაყიდვების თვალსაზრისით, თუმცა კომოანიის პოლიტიკაა ყველა ქვეყანაში თანაბრად განახორციელოს ექსპორტი და რომელიმე ერთ ქვეყანას არ დაეყრდნოს. კომპანიის მიერ წარმოებული ღვინოებიდან ყველაზე მოთოვნადია – გორული მწვანე და მშრალი რქაწითელი. კომპანიის მენეჯერი აცხადებს, რომ გაყიდვები ბოლო ერთი წლის განმავლობაში –  10%-ით გაიზარდა, ხოლო გარემო ბიზნესის კეთების კუთხით საგრძნობლად გაუმჯობესდა. როგორც მენეჯრემა განაცხადა მათთვის მთავარია ხარისხი და არა მოცულობა, ამიტომაც ბაზარზე მხოლოდ 2%-ს ფლობენ.

ბაგრატიონი 1882  ექსპორტს ახორციელებს აშშ-ში, უკრაინაში, რუსეთში, ჩინეთში, ბელორუსიასა და ტაილანდში. მომავალ წელს კიდევ სხვა ახალ ბაზარზე გასვლას არ გეგმავენ. კომპანიაში რუსულ ბაზარს დადებითად აფასებენ, მაგრამ მათი აზრით ეს ბაზარი სტაბილური არ არის. ბაგრატიონის ცქრიალა ღვინოებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა,  ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეინიშნება გაყიდვების ზრდა, როგორც კომპანიაში აცხადებენ  ბიზნესის კეთების კუთხით გარემო მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. იმის შესაებ თუ რა წილს ფლობენ საქართველოს ბაზარზე ღვინის ექსპორტიორ კომპანიებს შორის ინფორმაცია არა აქვთ.

თბილღვინო ღვინის ექსპორტს 30 ქვეყანაში ახორციელებს, მათ შორისაა: რუსეთი, უკრაინა, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა, პოლონეთი, ჩინეთი, კანადა, ინგლისი, საფრანგეთი  და ინდოეთი. კომპანიაში თვლიან, რომ რუსეთის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია ღვინის ექსპორტიორი კომპანიებისთვის რადგანაც ამ ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობა მაღალია, თუმცა ეს ბაზარი არასტაბილურია. მომავალ წელს თბილღვინო პროდუქციის აზიის ბაზარზე გატანას გეგმავს. ყველაზე მოთხოვნადი კი თეთრი მშრალი ღვინოა. კომპანიაში გაყიდვების – 20%-იანი ზრდა ფიქსირდება რომლის მიზეზადაც რუსეთის ბაზრის გახსნა სახელდება. თბილღვინო  ღვინის ექსპორტის მხრივ, 13%- იან წილს ფლობს საქართველოს ბაზარზე.

ხვანჭკარას  საკუთარი ნაწარმი გააქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და ასევე ბალტიისპირეთში. კომპანია რამდენიმე თვეა რაც რუსეთის ბაზარზე გავიდა, რის შემდეგაც გაყიდვები გაიზარდა, თუმცა კომპანიაში თვლიან, რომ მხოლოდ  ამ ქვეყნის ბაზარზე დამოკიდებულები არ უნდა გახდნენ, რადგანაც არასტაბილური ბაზარია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გარემო ბიზნესის კეთების კუთხით დადებითად შეიცვალა. ხვანჭკარა ქათთულ ბაზარზე, ღვინის ექსპორტის კუთხით 40%-ს ფლობს.

ქართული ლეგენდა ღვინის ექსპორტს ახორციელებს ტაილანდში, ტაივანსა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. მომავალი წლისთვის კი ინგლისის ბაზარზე გეგმავენ გასვლას. კომპანია ჯერჯერობით ღვინის ექსპორტს რუსეთში არ აწარმოებს. რუსეთის ბაზარს არასტაბილურად მიიჩნევს, მიუხედავად ამისა კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსეთის ბაზარი საკმაოდ მომგებიანია რადგანაც რუსეთში ქართული ღვინის ცნობადობა მაღალია, რაც გაყიდვებს უწყობს ხელს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაყიდვები – 20%-ით გაიზარდა, ხოლო გარემო ბიზნესის კეთების კუთხით დადებითად შეიცვალა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქართული ლეგენდა საქართველოს ღვინის ბაზარზე 2%-ს ფლობს.

ღვინის კომპანია ვაზიანი  ექსპორტს ახორციელებს ჩინეთში, ყაზახეთსი, უკრაინაში, ლატვიასა და ლიტვაში. ვაზიანის მენეჯერი ქართული ღვინისთვის რუსეთის ბაზარს საუკეთესოდ მიიჩნევს, თუმცა აქვე აცხადებს, რომ ეს ბაზარი არასტაბილური და არაპროგნოზირებადია. მისივე განცხადებით ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია და კონკურენციას უწევს ფრანგულ და მოლდავურ ღვინოებს. ვაზანის მიერ წარმოებული პროდუქციიდან კი ყველაზე მოთოვნადია – წითელი ნახევრადმშრალი ღვინო. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაყიდვები გაიზარდა, ხოლო კომპანიის შეფასებით გარემო ბიზნესის კეთების კუთხით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ვაზიანი ქართულ ბაზარზე ღვინის ექსპორტში 6-7%-ს ფლობს.

25.12.13

ნინა პირტახია

Please follow and like us: