საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქართველ კაოთილიკეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

“დღეს ქართველი კათოლიკეები მთელ კათოლიკურ სამყაროსთან ერთად შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ. სულითა და გულით ვულოცავ მათ ამ შესანიშნავ დღეს.
საქართველო რელიგიური მრავალფეროვნებისა და განსხვავებულისადმი პატივისცემის ქვეყანაა. ეს პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა, იმ ფასდაუდებელი ღვაწლის აღიარებაა, რომელიც სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალქეებს მიუძღვით ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის წინაშე. ქართველ კათოლიკეთა წვლილი, ამ მხრივ, განსაკუთრებულია. მათი სულიერი, კულტურული, საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო საქმიანობა უკეთესი მომავლისაკენ ჩვენი საერთო სწრაფვის განუყოფელი ნაწილია. ვუსურვებ ქართველ კათოლიკეებს და მათ ოჯახებს კეთილდღეობას, მშვიდობას და ბედნიერებას”,-აღნიშულია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.

25.12.13

Please follow and like us: