2 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
5 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

ანაკლიაში საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, აღარ აშენდება ფოთის აეროპორტი, რადგან მისი პროექტი აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, ანაკლიის აეროპორტი პორტთან ახლოს განლაგდება და პროექტში უკვე გათვალისწინებულია.

“ფოთის აეროპორტის პროექტი, სამწუხაროდ, აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო, ვინაიდან ეს არის ფრინველების გადაფრენის და ჭაობიანი ზონა. მძლავრი, მაღალი შესაძლებლობების მქონე საერთაშორისო აეროპორტი აშენდება ანაკლიის პორტთან და ვფიქრობ, რეგიონში ორი ასეთი აეროპორტის საჭიროება არ არსებობს. ანაკლიის საერთაშორისო აეროპორტს ექნება განსაკუთრებული შესაძლებლობები სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

25.12.13

Please follow and like us: