13 საათის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
3 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
3 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
3 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
3 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

დღეის მდგომარეობით საქართველოდან 40 000 ტონამდე ციტრუსია ექსპორტირებული, – ამის შესახებსაქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შალვა ფიფიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ციტრუსის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც 2 კვირის წინ რეიდზე მდგარ გემებს უკავშირდებოდა, უკვე მოხსნილია.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყოვედღიურად 1 200 – 1 500 ტონა ციტრუსით დატვირთული გემი ნოვოროსიისკის მიმართულებით მიემგზავრება. ამას გარდა, კვირაში რამდენიმე გემი მიდის უკრაინის მიმართულებით, რომელზეც 2 500 – 2 800 ტონა ციტრუსი იტვირთება, ხოლო ციტრუსის მნიშვნელოვანი რაოდენობა გადის სახმელეთო გზით, აზერბაიჯანსა და სომხეთში.
შალვა ფიფიას განცხადებით, ქართული ციტრუსისთვის ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარი უკრაინაში იყო, თუმცა დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთში უფრო მეტი ციტრუსია გასული, ვიდრე უკრაინაში.

მისივე თქმით, მუშაობას აგრძელებს საგანგებო შტაბი, რომელსაც მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი ხელმძღვანელობს, თუმცა როგორც შალვა ფიფიამ აღნიშნა, ამ დროისთვის ციტრუსის რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მთლიანად მოხსნილია.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წინასწარი მონაცემებით, ახალ წლამდე ექსპორტზე 55 000 ტონამდე ქართული ციტრუსის გასვლას ვარაუდობს.

რაც შეეხება რუსულ ბაზარზე ალკოჰოლური სასმელების ექსპორტს, შალვა ფიფიას განცხადებით, ამ დროისთვის 22 673 600 ბოთლი ღვინო და 1 708 481 ბოთლი კონიაკი არის ექსპორტირებული რუსულ ბაზარზე.

25.12.13

Please follow and like us: