საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2013 წლის პირველი დეკემბრისათვის 9.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 227.0 მლნ ლარით ანუ 2.5%-ით მეტია მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე.
ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების ზრდას 113.9 მლნ ლარით ანუ 2.9%-ით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას 113.1 მლნ ლარით ანუ 2.3%-ით.
დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 59.34%-ი შეადგინა – 1.07%-ული პუნქტით ნაკლები პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით.
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.9%-ი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.1%-ი ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 5.1%-ი.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 80.5%-ი, ხოლო ევროს წილმა 16.9%-ი შეადგინა.
25.12.13