15 საათის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
4 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
4 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
4 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
4 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ორდღიანი კონფერენცია „ეროვნული სასწავლო გეგმა – არსებული გამოწვევები და პერსპექტივები“ გამართა.

როგორც სამინისტროდან „თბილისი თაიმსს“ აცნობეს, კონფერენციის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება როგორც  დეპარტამენტის მიერ 2013 წელს განხორციელებული საქმიანობის, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის შექმნისა და განვითარების, მისი დანერგვის პრობლემატიკის და მისი განვითარების პერსპექტივის შესახებ.

კონფერენცია მინისტრის მოადგილემ  ლია გიგაურმა გახსნა, ხოლო  ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ და დეპარტამენტის ექსპერტებმა დამსწრე საზოგადოებას  ის პროგრამები და პროექტები გააცნეს, რომლებიც დეპარტამენტის მიერ მთელი წლის განმავლობაში წარმატებულად ხორციელდებოდა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის: შეიქმნა საბაზო-საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის თანმხლები საგნობრივი, აინშტაინის სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის,   სპორტის გუნდური სახეობების და ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი გზამკვლევები, საგანმანათლებლო რესურსების კლასიფიკატორები, კომპიუტერული სასწავლო თამაშები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის, ინკლუზიური და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელდა მნიშვნელოვანი ქმედითი აქტივობები.

გარდა ამისა, კონფერენციაზე დონორების (გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF და ნორვეგიის მთავრობა) ხელშეწყობით განხორციელებული პროგრამების ანგარიშით  დეპარტამენტის ექსპერტები წარდგნენ. განსაკუთრებული ადგილი საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმისა და სხვა ქვეყნების სასწავლო გეგმების შედარებით ანალიზს და იმ კვლევით ტენდენციებს დაეთმო, რაც შემდგომში ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებისა და შემდგომი განვითარების საფუძველი შეიძლება გახდეს.

ღონისძიებას სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, სკოლების დირექტორები და მოქმედი პედაგოგები დაესწრნენ.

25.12.13

კონფერენციის მეორე დღეს პედაგოგებთან საგნობრივი ექსპერტების სამუშაო შეხვედრები გაიმართება.

Please follow and like us: