სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ქალაქ სიირთში, მაღალი ხარისხის ნავთობი იქნა აღმოჩენილი. სიირთის დაბა ერუჰში ნავთობის ჭაბურღილ დოღუ სადაკ- 1 -ში 2 ათას 371 -დან 2 ათას 384 მეტრებს შორის 42.3 გრავიტზე ნავთობი დაფიქსირდა.
”თურქეთის ნავთობისა” და კომპანია Aladdin Middle East-ის მიერ წარმოებული გაბურღვითი სამუშაოების დროს აღმოჩენილი ნავთობის ხარისხი ბათმანის ნავთობზე უფრო მაღალია.
სიირთის ნავთობის რეზერვების რაოდენობა ცნობილი სამი თვის შემდეგ გახდება.
ნავთობის სამძებრო კომპანიის უფლებამოსილმა, გეოლოგიის ინჟინერმა, ჰუსეინ ილდირიმმა, განაცხადა, რომ გაბურღვითი სამუშაოებში 2 ათას 511 მეტრს მიაღწიეს და წარმოების ტესტების შედეგების მიხედვით გააგრძელებენ რეგიონში მუშაობას.
28.12.13