დღეის მონაცემებით, საბანკო სექტორში საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთია, ამაზე ყველა საუბრობს, საუბრი იყო იმაზეც, რომ თითქოს ბანკები 2013 წელს არსებული პროცენტის დაწევას გეგმავდნენ მაგრამ…..
სწორედ ამ აქტუალურ საკითხს ეხება ჩვენი მორიგი ბლიც–გამოკითხვა, ”თბილისი თაიმსი” შეეცადა გაერკვია იგეგმება თუ არა მომავალი წლისთვის სესხებზე საპროცენტო განაკვეთის დაწევა და რომელი ბანკი რა პროცენტით შეამცირებს განაკვეთს.
გამოიკითხა საქართველოს ბაზარზე არსებული 6 ბანკი: ლიბერთი ბანკი; საქართველოს ბანკი; პროკრედიტ ბანკი; ქართუ ბანკი; კონსტანტა და რესპუბლიკა ბანკი.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბანკებში საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი არსებობს და არც დაკლების ტენდენცია არ შეინიშნება. ყველა გამოკითული ბანკი წელს მოგებით ასრულებს.
გთავაზობთ ბლიც–გამოკითხვის შედეგებს:
ლიბერთი ბანკში სესხებზე 15%-დან 24%-მდე განაკვეთი მოქმედებს, უფრო კონკრეტულად კი, იპოთეკური სესხის მიღება შესაძლებელია 15%-დან, საავტომობილო სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 16%-დან იწყება ხოლო აგროსესხებზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 20%-ია. ბანკში აცხადებენ, რომ მომავალი წლისათვის არსებულ საპროცენტო განაკვეთის დაწევა არ იგეგმება. მომავალ წელს არც ფილიალები არ გაიხსნება. რაც შეეხება საახალწლო აქციებს, ლიბერთი ბანკმა ანაბრების საახალწლო აქცია დაიწყო 13 იანვრის ჩათვლით ანაბრებზე წლიური 13%-ის სარგებელი ექნებათ ბანკის კლიენტებს. ლიბერთი ბანკში აცხადებენ, რომ კომპანიამ 2013 წელი მოგებით დააასრულა.
საქართველოს ბანკში 2013 წლის მაისიდან იპოთეკურ სესხებზე 9,99%-ი მოქმედებს, სამომხმარებლო სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 13,5%-დან იწყება, სტუდენტურ სესხებზე 15%-იანი განაკვეთი მოქმედებს, ხოლო ავტოსესხებზე კი საპროცენტო განაკვეთი 0%-დან იწყება. პორტირებულ სესხებზე კი საქართველოს ბანკს წლიური საპრიცენტო განაკვეთი 7,9% -დან აქვს. ბანკში აცხადებენ, რომ ცდილობენ საპროცენტო განაკვეთის კლების ტენდენცია მომავალ წელსაც შეინარჩუნონ. საქართველოს ბანკი 2014 წლისთვის express სერვის-ცენტრების ქსელის გაფართოებას აპირებს. ბანკში აცხადებენ, რომ წინასაახალწლოდ დაიწყო აქცია Express Card-ის მომხმარებლისთვის,ბარათის მფლობელები ბარათით ყოველ მეათე გადახდაზე საჩუქრად მიიღებენ 5 ლარს. ხოლო მათ, ვისაც არ აქვს Express Card-ი, საქართველოს ბანკი მათ უფასოდ გადასცემს ბარათს. ბანკმა 2014 წელი მოგებით დაასრულა.
პროკრედიტ ბანკში სამომხმარებლო სესხზე წლიური 14%-ი მოქმედებს ლარში, საავტომობილო სესხები აშშ დოლარში 13,5%-ი, იპოთეკური სესხებზე წლიური განაკვეთი ლარში 13%-ია ხოლო დოლარში 11%-ი. ბანკში აცხადებენ, რომ მომავალი წლისთვის საპროცენტო განაკვეთების დაწევა არ იგეგმება. 2014 წელს პროკრედიტ ბანკი ფილიალების გახსნას არ გეგმავს, იგეგმება რამდენიმე ფილიალის ახალ მისამართზე გადასვლა და არსებული ფილიალების განახლება. ბანკს წინასაახალწლო აქციები არა აქვს, თუმცა მათი ინფორმაციით, ახალი წლიდან იგეგმება ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთის დაწევა. ბანკმა 2013 წელი მოგებით დაასრულა.
ქართუ ბანკში სესხები მხოლოდ ბიზნეს სექტორისთვის გაიცემა, არსებული საპროცენტო განაკვეთი კი 11%-დან 13%-მდე მერყეობს.
„საპროცენტო განაკვეთის სიდიდე დამოკიდებულია თუ რა სახის ბიზნესზე გაიცემა სესხი, მაგალითად სამშენებლო სექტორზე ბანკი ქართუ სესხებს წლიური 14%-იანი განაკვეთით გასცემს. მომავალი წლიდან ბანკი გეგმავს საპროცენტო განაკვეთის 2%-ით გაზრდას და 9-10%-მდე დაყვანას,“ – აცხადებენ კომპანიაში. მათივე ინფორმაციით, ბანკს წინასაახალწო აქციები არ შეუთავაზებია მომხმარებლებისთვის. 2014 წელს იგეგმება ბანკ ქართუს ორი ფილიალის გახსნა გლდანში, 2013 წელს კი ბანკი მოგებით ასრულებს.
ბანკი რესპუბლიკაში საპროცენტო განაკვეთი სესხებზე 14%-დან 24%-მდე მოქმედებს, წინასაახალწლოდ ბანკმა მომხმარებელს სამომხმამრებლო და იპოთეკურ სესხზე წლიური 9,5%-იანი განაკვეთი შეთავაზა, ხოლო საავტომობილო სესხზე წლიური 11%-იანი. ბანკი 2014 წელს საპროცენტო განაკვეთების დაწევასა და ფილიალების გახსნას არ გეგმავს. 2014 წელი რესპუბლიკა ბანკისთვის ასევე მომგებიანი აღმოჩნდა.
ბანკი კონსტანტა მომხმარებელს სამომხმარებლო და საავტომობილო სესხებზე წლიურ 16%-იან განაკვეთს სთავაზობს, ხოლო იპოთეკაზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 13%-ია. მომაცალი წლისათვის ბანკში საპროცენტო განაკვეთის დაწევა არ იგეგმება. როგორც ბანკში აცხადებენ, კონსტანტა მომავალ წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ათამდე ფილიალის გახსნას გეგმავს. ბანკს კლიენტებისთვის საახალწო აქციები არ შეუთავაზებია. 2013 წელს კი ბანკი მოგებით ასრულებს.
”თბილისი თაიმსის” თი ბი სი ბანკს დაუკავშირდა, თუმცა ბანკმა, ჩვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდა.
27.12.13
ნინა პირტახია