11 საათის წინ
სერიალმა მერაბ ნინიძის მონაწილეობით Emmy-ის ნომინაცია მიიღო
15 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
15 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
17 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
17 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც

თბილისის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა არ ნიშნავს, რომ ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები არ დაფინანსდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა , დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა.

DavitNarmaniaმისი თქმით, თბილისის ბიუჯეტთან მიმართებაში საკრებულოს სერიოზული კითხვები გააჩნდა და ეს ლეგიტიმური იყო.
“როცა ბიუჯეტთან დაკავშირებით არის კითხვები და როდესაც ბიუჯეტი გაუმჭვირვალეა, ასეთ შემთხვევაში აქვს უფლებამოსილება არ დაამტკიცოს ბიუჯეტი. 1-ლი იანვრიდან მოუწევს 1/12-ის პრინციპით ხარჯვა თბილისის მერიას. ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა არ ნიშნავს, რომ ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები არ დაფინანსდება. ეს ყველაფერი დაფინანსდება და ამის შესაბამისი წესი არის საბიუჯეტო კოდექსში. ამიტომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ამ შემთხვევაში მერიამ გამჭვირვალე უნდა გახადოს ბიუჯეტი და გამჭვირვალე ბიუჯეტის წარმოდგენის შემთხვევაში იმედი მაქვს, საკრებულო მას შემდეგი მოსმენით მიიღებს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

აღსანიშნავია, რომ თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდება. დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა. 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებისთვის საკმარისი კვორუმი კი 24 ხმა იყო.

კენჭისყრას წინ ხანგრძლივი დებატები უძღოდა. უმრავლესობის მხრიდან კრიტიკის საგანი იყო როგორც თანხების განაწილების პრინციპი, ასევე თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები.

შენიშვნები გამოითქვა ბიუჯეტის პროექტში ჩადებულ პროგრამებზე, რომელიც შეეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, კომუნალური ვაუჩერის პროგრამას, უფასო და შეღავათიანი ტრანსპორტით მომსახურებას, რაიონების მიხედვით განსაზღვრულ სოციალურ დახმარებებს და წყალმომარაგების მოწესრიგებისათვის განსაზღვრულ ღონისძიებებს.

კენჭისყრის დაწყების წინ საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა კოლეგებს შესთავაზა, რომ საბიუჯეტო პროექტის დამტკიცების საკითხი კენჭისყრაზე საერთოდ არ დამდგარიყო და ბიუჯეტის მიღება ერთი თვით გადაედოთ, მანამდე კი გამოთქმულ შენიშვნებზე მთავრობასთან მუშაობა გაგრძელებულიყო.

საბოლოოდ საბიუჯეტო პროექტს კენჭი მაინც უყარეს, რომელიც შედეგით, 18 მომხრე და 21 წინააღმდეგი, ჩავარდა.

30.12.13

Please follow and like us: