1314859542_shumaher_laliko.com_02ფორმულა ერთის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი კრიტიკულ მდგომარეობაშია. სპორტსმენი საფრანგეთის ალპებში, სათხილამურო ტრასაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავდა.

უბედური შემთხვევა სამთო კურორტ მერიბელში მოხდა. მთის ფერდობზე დაშვებისას შუმახერმა შეცდომა დაუშვა და ქვას შეეჯახა.

შუმახერი ვერტმფრენით ქალაქ გრენობლის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, სპორტსმენი, თავის არეში მიღებული სერიოზული ტრავმით, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა კრიტიკულია, – აცხადებენ მედიკოსები.

30.12.13

Please follow and like us: