სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე მარკეტში მონიტორინგი ჩაატარეს. როგორც სააგენტოდან „თბილისი თაიმსს“ აცნობეს, რეიდის შედეგად ი/მ “სვეტლანა მამედოვასა” და ი/მ “ელფიდა კარიმოვას” სასურსათო მაღაზიებიდან ამოღებულია ვადაგასული სურსათი – ქათმის სოსისი, ნახევრადშებოლილი ძეხვი, მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთი, კარაქი, ერბო, ხიზილალა, თევზი, პიკულის ასორტი, ნატურალური ხილის წვენი. ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას წინასაახალწლო დღეებში სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, სურსათის შეძენისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს პროდუქტის შენახვის პირობებს და ვარგისიანობის ვადას. 30.12.13