4969usufashvili dav_slჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ფარცხალაძეს გერმანიაში ნასამართლობის გამო თანამდებობაზე არ დავნიშნავდი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

“რაც შეეხება ბატონი ფარცხალაძის მიმართ არსებულ ასპექტებს; გერმანიაში ნასამართლობის გამო მას ამ თანამდებობაზე დავნიშნავდი თუ არ დავნიშნავდი, ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ალბათ –  არა, რადგან ვიცი, ეს მერე იქნებოდა გამოყენებული ასეთი მიზნებისთვის. ამასობაში თანამდებობაზე უკვე დანიშნულ ფარცხალაძეს ამ ფაქტის გამო გავათავისუფლებდი თუ არა – არა, არ გავათავისუფლებდი, იმიტომ რომ, თუ დავნიშნეთ და ჩავთვალეთ, რომ ეს არა არის იმ დონის მორალური პრობლემა, მაშინ მისი ამ მიზეზით თანამდებობიდან გადაყენება იქნება არასწორი ნაბიჯი”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

30.12.13

Please follow and like us: