6 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა
20 საათის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
21 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით
21 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა
21 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

1524681_576855462405534_288577984_nოთარ ფარცხალაძის მიერ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა იყო ნამდვილად ღირსეული ნაბიჯი და სწორი გადაწყვეტილება , – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგომა.

“მე აქვე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ პირველივე დღეს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბიოგრაფიაში არსებობდა ეს შავი ლაქა, ის მოვიდა, მაშინვე განაცხადა მზაობა იმის თაობაზე, რომ წასულიყო თანამდებობიდან. მე ვისურვე უფრო მეტად გავრკვეულიყავი დეტალებში. ვინაიდან საზოგადოების წუხილი არსებობდა ამ ფაქტის ირგვლივ და ზოგადად, გაჩნდა კითხვები, მითქმა-მოთქმა, რომ შესაძლოა მისი ბიოგრაფიიდან ამ ეპიზოდს რაიმე ჩრდილი მიეყენებინა სამართლიანობის აღდგენის პროცესისთვის, სწორედ ამიტომ მან გადადგა ეს ნაბიჯი და ჩვენ, ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისი თხოვნა, გადაყენების თაობაზე, დაკმაყოფილებულიყო”, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მთავრობა არასოდეს გააკეთებს იმას, რაც მიუღებეული იქნება პირველ რიგში ხალხისთვის. “ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ამას ეფუძნება ჩვენი ყოველდღიური პოლიტიკა. ეს არის დადასტურება, რომ პროკურატურის მიერ წარმოებულ საქმიანობას ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია ექნება და ჩვენს ინტერესებშია, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს”, – განაცხადა პრემიერმა. ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მას ფარცხალაძესთან კონსულტაციები ჰქონდა, ხოლო თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძემ თავად მიიღო.

რაც შეეხება ფარცხალაძის შემცვლელს, როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, მას აქვს რამდენიმე ვარიანტი და ამის შესახებ ის უახლოეს დღეებში განაცხადებს.

30.12.13

Please follow and like us: