37 წლიანი პაუზის შემდეგ, ახლიდან დაიწყო ამოფრქვევა ლათინური ამერიკის სახელმწიფო ელ სალვადორში მდებარე, ჩაფარასტიკეს სახელწოდების ვულკანმა, რომელიც ზღვის დონიდან 2129 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
ხელისუფლებამ ახლომდებარე დასახლებების ევაკუაცია დაიწყო.
ეს ვულკანი 50 კმ-თაა დაშორებული სალვადორის სიდიდით მეორე ქალაქ სან მიგუელიდან და ამოფრქვეული ლავისა და ფერფლის სიმაღლე 5000 მეტრამდის აღწევს. ხელისუფლების განცხადებით იგი დიდ ზარალს მიაყენებს ყავის მწარმოებლებს.
სალვადორში სულ 23 მოქმედი ვულკანია აღრიცხული.
31.12.13