ისრაელმა, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით შემუშავებული შორი მანძილის ბალისტიკური რაკეტის, Arrow-3-ის ტესტირება მეორედ მოახდინა.
ტესტირება მოხდა ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სააგენტოს და ისრაელის თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი მონაწილეობით.
მეორე ტესტირების მიზნით, რაკეტა გადატყორცნილ იქნა პალმაჩიმის ბაზიდან ხმელთაშუა ზღვაში და წარმატებით მოახდინა სამიზნეს ჰაერში განადგურება. ცდა წარმატებით დასრულდა.
რაკეტის წინა ვერსია Arrow-2, ჯერ ისევ ფუნქციონირებს.
Arrow-3-ის პირველი ტესტირება, რომელსაც წინა Arrow-2-ზე უფრო მეტი სპეციფიკური მახასიათებლები გააჩნია, გასული წლის თებერვალში ჩატარდა.
04.01.14