971473_612214225480340_482837589_nსაქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურის განცხადებით, უახლოეს მომავალში მთავრობაში საკადრო ცვლილება დაგეგმილი არ არის.  მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი გადაადგილებების შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური სპეციალური განცხადებით ეხმაურება და განმარტავს, რომ ერთადერთი, რაც უახლოეს დღეებში მოხდება, ახალი მთავარი პროკურორის წარდგენაა. “ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე. ვაცხადებთ, რომ უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრი კანონმდებლობის თანახმად დანიშნავს ახალ მთავარ პროკურორს. სხვა საკადრო ცვლილება მთავრობაში დაგეგმილი არ არის. ჩვენ მზად ვართ, მედიას ოპერატიულად მივაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია ნებისმიერ სიახლეზე. ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება”, – აცხადებს პრემიერის პრესსამსახური. 04.01.14

Please follow and like us: