ამერიკის ცენტრალური ბანკის დირექტორმა ბენ ბერნანკემ აღნიშნა, რომ მართალია იმედით უყურებენ 2014 წელს, მაგრამ პროგრესის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის სრული გაუმჯობესება ჯერ არ არის დასრულებული.
ამის შესახებ ბერნანკემ განაცხადა ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის წლიურ სხდომაზე და დამდეგ წელთან დაკავშირებით ოპტიმისტური მესიჯები გაავრცელა. მანვე აღნიშნა რომ, მნიშვნელოვნად შემცირდა ეკონომიკური ზრდისთვის შემაფერხებელი ბარიერები.
მართალია ფინანსური წინსვლა, უძრავი ქონების ბაზრის გამოცოცხლება ქვეყნის ეკონომიკის მომავლისთვის დადებითის მომასწავებელია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროა მოთმინების გამოჩენა.
შეგახსენებთ რომ, ბერნენკეს უფლებამოსილების ვადა ამ თვის ბოლოს დაუსრულდება. ბერნანკემ ისიც დაამატა, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად უმუშევრობის შემცირება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა 7 %-ის ფარგლებში.
05.01.14