შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მეტროპოლიტენი 04.00 საათამდე იმუშავებს. როგორც “თბილისი თაიმს” თბილისის მერიიდან აცნობეს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 6 იანვარს, მეტროპოლიტენის მუშაობა 4 საათით გახანგრძლივდება და დილის 4 საათამდე იმუშავებს.
ამასთან, 23:00 საათიდან 04:00 საათამდე მეტროპოლიტენი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.
06.01.14