1488210_240164276151853_350149709_nსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს შობას და ნათლისღებას ულოცავს.

“ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო, სულითა და გულით გილოცავთ შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც სომხეთის წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 6 იანვარს აღნიშნავს. სომეხთა და ქართველთა მეგობრობა იმდენი ხნისაა, რამდენისაც ჩვენი ქვეყნების ისტორია. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხები საუკუნეთა განმავლობაში დაუღალავად იღწვიან ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარებისათვის”, – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მილოცვაში. 

ამასთან, პრეზიდენტის განმარტებით, საქართველო ამაყობს თავისი სახელოვანი ეთნიკურად სომეხი შვილებით – მეცნიერებით, კულტურისა თუ საზოგადო მოღვაწეებით.

“კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს. ჯანმრთელობას, ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. 

06.01.14

Please follow and like us: