თბილისში შაურმით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. ინფექციურ საავადმყოფოში ერთი და იმავე სიმპტომებით ცხრა ადამიანია მოთავსებული.
ერთერთი მათგანი მცირეწლოვანია. ყველა მოწამლული აცხადებს, რომ ცუდად ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ერთერთ საშაურმეში შეძენილი შაურმის მირთმევის შემდეგ გახდნენ.
ექიმის თქმით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებენ, ინფორმაციას კი ჯგუფური მოწამვლის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადაუგზავნიან.
08.01.14