„თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა თუ რა ხდება ჩვენს ფარგლებს გარეთ და რომელი ქვეყნები კრძალავენ სუროგაციას, აღმოჩნდა, რომ ისეთ განვითარებულ ქვეყნებში როგორიცაა – ავსტრია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, სკანდინავიის რამოდენიმე ქვეყანა, ჰონკონგი, იაპონია, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, და ამერიკის ზოგიერთი შტატი “სუროგატი დედობა” იკრძალება.
საქრთველო 2001 წელს შეუერთდა საერთაშორისო კონვენციას «ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ», რომელიც სუროგაციასა და ბიომედიცინის სხვა საკითხებს არეგულირებს. ამ კონვენციის პრეამბულაში ნათქვამია: “კონვენციის მიზანია ყველა ადამიანის ღირსებისა და ინდივიდუალობის დაცვა და ყოველგვარი დისკრიმანაციის გარეშე უზრუნველყოფა თითოეული პირის ხელშეუხებლობის, სხვა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემისა ბიოლოგიისა და მედიცინის სფეროში.” სწორედ ღარიბი ფენის დისკრიმინაციის საფუძველზე, სუროგატი დედობა კანონით იკრძალება ზემოთ მოყვანილ ქვეყნებში. საქართველოში სუროგაცია პირდაპირ აკრძალული არ არის, მაგრამ იკრძალება ადამიანის სხეულის ნაწილების გამოყენება ფინანსური სარგებლის მისაღებად. მაგალითად, საფრანგეთში ამ კანონის დარღვევის შედეგად, პიროვნებას ეკისრება ჯარიმა 45 000 ევრო და აგრეთვე 3 წლიანი ციხე. ასევე აღსანიშნავია, რომ მიჩიგანი კრძალავს აბსოლუტურად ყველა სუროგაციულ შეთანხმებებს. ასეთი ხელშეკრულების დადება ისჯება ფულადი ჯარიმით – 50 000 ევრო და ასევე 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალსიწინებს. 10.01.14 ნათია კეკენაძე
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის საშობაო ეპისტოლემ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და აზრთასხვაობა გამოიწვია. განსაკუთრებული ყურადღება ეპისტოლეს იმ ნაწილს ეთმობა სადაც ილია მეორე ხელოვნური გზით დაბადებულ ბავშვებზე საუბრობს. საინტერესო განმარტება გააკეთა პარტიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა, რომელიც ეპისტოლესთან დაკავშირებულ მითქმა-მოთქმას გამოეხმაურა:
„პატრიარქმა მორწმუნეებს მიმართა, ხოლო ადამიანი რას აირჩევს, ეს მისი თავისუფალი ნების გადასაწყვეტია, უნდა დაუჯერებს ნათქვამს, უნდა – არ დაუჯერებს. ამ შემთხვევაში ბავშვებზე საუბარი არც არის. ბავშვმა რა დააშავა?! ნებისმიერი სარწმუნოება თვლის, რომ ამ საქმეში ხელოვნური ჩარევა მიუღებელია. ეს არის ეკლესიის პოზიცია. აქ აქცენტი იმაზეა გაკეთებული, რომ ასეთი გზა მიუღებელია, თორემ ბავშვი რა შუაშია. მას ხომ არ უთხოვია, ან ასე გამაჩინეთ, ან ისეო?!” – აღნიშნა მეუფე იაკობმა.