სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოქალაქეს მარიხუანა აღმოუჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 9 იანვარს სგპ “სარფის” ტერიტორიაზე თურქეთიდან თურქეთის მოქალაქე კ.ო. შემოვიდა.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა კ.ო-ს საბაჟო დათვალიერებისას ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა – 2,31გრ. აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.
10.01.14