სახალხო დამცველის აპარატი უსახლკაროთა თავშესაფრების მონიტორინგს იწყებს. მონიტორინგის ჩატარება საჩივრების საფუძველზე გადაწყდა.
სახალხო დამცველის აპარატში შესულ განცხადებებში ძირითადად აღნიშნულია, რომ თავშესაფრებში არის ანტისანიტარია, წვიმის დროს ჩადის წყალი და არ აქვთ პირველადი მოხმარების საგნები.
დღეს სპეციალური ჯგუფი მოსკოვის გამზირზე მდებარე თავშესაფარს დაათვალიერებს და რამდენიმე დღეში დასკვნას დადებს. დასკვნა იმ უწყებებს გადაეცემათ, რომლებსაც თავშესაფრებზე ზედამხედველობა ევალებათ.
13.01.14