2 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
5 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
5 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
5 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
5 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

fifaფიფა-ს ვერსიით, მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დღეს ციურიხში დასახელდება. სპეციალისტებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს და საუკეთესო სამეული ასე გამოიყურება: ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ფრანკ რიბერი. გამარჯვებული ფიფა-ს წევრი ქვეყნების ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელებისა და კაპიტნების მიერ გამოვლინდება. უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ საკუთარი არჩევანი ანდრეს ინიესტას სასარგებლოდ გააკეთა, თუმცა მისი რჩეული სამეულს მიღმა აღმოჩნდა. თემურ ქეცბაიამ კი პირველობა ფრენკ რიბერის მიანიჭა. ფიფა-ს გალა ღონისძიება ციურიხში თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება. ფიფა-ს რჩეულები 10-მდე ნომინაციაში გამოვლინდებიან. 14.01.14

Please follow and like us: