EDEAB8F4-A1CE-4BCE-B0A0-27C329C9E12C_mw1024_n_sხელისუფლებასა და ბიზნესს შორის მეტი კოორდინაციის დრო მოვიდა, – ამის შესახებ “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს პრემიერთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. მისი თქმით, მომზადებულია ბევრი პროექტი, რომლებსაც სწრაფი განხორციელება სჭირდება. “არჩევნების შედეგი მეტყველებს იმაზე, რომ ამ მთავრობას არა მარტო ბიზნესი, არამედ მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა. შესაბამისად, ჩვენ აქ მოსული ვართ ნდობით და იმ იმედით, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოხდება”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. პრემიერისა და ბიზნესმენების შეხვედრა სასტუმრო “რედისონში” მიმდინარეობს და მას ბიზნესის 80-მდე წარმომადგენელი ესწრება. 14.01.15

Please follow and like us: