2 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
2 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
4 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
4 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც
4 საათის წინ
ორი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ [ფოტოგალერეა]

a26662ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციაში პროკურატურა შვეიცარიის ლაბორატორიის ჩართვას გეგმავს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა ინტენსიურად მუშაობს.

“პროკურატურის ახალი ხელმძღვანელობა იმსახურებს შექებას. მათ მოკლე დროში ოთარ ფარცხალაძის მეთაურობით ბევრი საქმის გამოძიება შეძლეს და ბევრი საქმის განახლება მოხდა”, – აღნიშია პრემიერმა.

მისივე თქმით, საუბარი ნამდვილად მიმდინარეობს ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციაზე.

“ჟვანიას საქემს რაც შეეხება, საუბარია ექსჰუმაციაზე, რათა არ გაჩნდეს რაიმე შეკითხვები. ვაპირებთ, პროკურატურა გეგმავს, რომ მოხდეს შვეიცარიის ლაბორატორიის ჩართვა, ვაპირებთ შეიქმნას გარკვეული კომისია. ასევე მიმდინარეობს კონსულტაციები თომას ჰამებრებრგთან, რათა ისიც ჩაერთოს, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს ეს პროცესი. ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ ამ საქმის ირგვლივ გამოიძება იქნას წარმართული და არც ერთი კითხვა აღარ დარჩეს”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, ცხედრის ექსჰუმაციასთან დაკავშირებით ასევე საუბარია ისრაელის ერთ-ერთ ლაბორატორიასთანაც. “ასე რომ, გვაქვს რამდენიმე ვარიანტი როგორც ისრაელში, ასევე შვეიცარიაში”.

16.01.14

Please follow and like us: