საპატრიარქოს დაფინანსებასთან მიმართებაში მთავრობა სიახლეებს არ გეგმავს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა , რომელიც საპატრიარქოს დაფინანსებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ გარკვეულ ეჭვებს შეეხება.
პრემიერი დაინტერესდა კონკრეტული მაგალითებით თუ რაში ეპარება საზოგადოების ნაწილს ეჭვი.
“საპატრიარქოსთან მიმართებაში არავითარ სიახლეს არ განვიხილავთ, არის კონკრეტული თანხა, ამის მიზნობრივობაში თუ ვინმეს ეჭვი ეპარება – არ ვიცი. ის ჯიპები, რომლითაც სასულიერო პირები დადიან, მათ სააკაშვილის მთავრობამ აჩუქა, მათ კი არ იყიდეს, აჩუქეს”, – განაცხადა პრემიერმა.
16.01.14