3 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
3 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
4 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
4 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც
5 საათის წინ
ორი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ [ფოტოგალერეა]

garibashvili_e2cdfსუროგაციასთან დაკავშირებით ევროპის წამყვანი ქვეყნებიც ვერ თანხმდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ამით პრემიერმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ეთანხმებოდა თუ არა პატრიარქის ეპისტოლეში სუროგაციის, აბორტების და ხელოვნური განაყოფიერების შესახებ ეპიზოდს.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, პატრიარქის ეპისტოლე იყო ღრმა და შინაარსიანი.

“მე მოვისმინე კრიტიკაც, მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს. სუროგაციასთან დაკავშირებით ევროპის წამყვანი ქვეყნებიც ვერ თანხმდებიან, იგივე საფრნაგეთში აკრძალულია სუროგაცია. სუროგაციაზე თუ პატრიარქს ჰქონდა მოსაზრება, რა თქმა უნდა, ეს მისი აზრია. ის ჩვენი სულიერი მამაა და აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, როგორც ყველა ადამიანს.

სუროგაციაზე დავობენ და მსჯელობენ ევროპაში ჩემზე კომპეტენტური ადამიანები. მე არ ვარ კომპეტენტური ამ სფეროში და რაშიც არ ვარ კომპეტენტური, იმაზე აზრს ვერ გამოვხატავ მანამ, სანამ არ გავერკვევი”,-დასძინა ღარიბაშვილმა.

16.01.14

Please follow and like us: