2 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
2 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
4 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
4 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც
4 საათის წინ
ორი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ [ფოტოგალერეა]

10ahgtjპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი განცხადებით ვანო მერაბიშვილის განაჩენი გამოაცხადა, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ მერაბიშვილი კარგად ზის და კარგად იჯდება.

“ვანო მერაბიშვილთან ერთად ბრალი ერთ საქმეზე მაქვს წაყენებული. მინდა საზოგადოებას ვკითხო, რა განცდა უნდა მქონდეს, ან უნდა მქონდეს თუ არა იმედი იმისა, რომ ამ ქვეყანაში უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს. ვკითხულობ, რა განაჩენს უნდა ველოდო ამ განცხადების შემდეგ ქუთაისის სასამართლოში. პასუხი მარტივია – ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა გრძელდება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე დღეს განაცხადა, რომ “არავის სჭირდება მერაბიშვილის გატაცება, ის ძალიან კარგად ზის და კარგად იჯდება”.

საკნიდან გატაცებასთან დაკავშირებით მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პრემიერმა პროვოკაცია და ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი, კარგად ორგანიზებული ბინძური კამპანია უწოდა.

16.01.14

Please follow and like us: