3 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
3 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
5 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
5 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც
5 საათის წინ
ორი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ [ფოტოგალერეა]

2824Serbia_lსაქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი საბერძნეთსა და  სერბეთში  დავით ბაქრაძე სერბეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ირენა ვუჟოვიჩსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) სერბეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს ალექსანდრა ჟუროვიჩს შეხვდა.

მხარეებმა საქართველო-სერბეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებსა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე,  ასევე საპარლამენტო ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასა და გაღრმავებაზე  ისაუბრეს.

ირენა ვუჟოვიჩმა აღნიშნა საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა და გამოხატა იმედი, რომ უახლოეს მომავალში სერბეთის ნაციონალური ასამბლეა ჩამოაყალიბებს საქართველოსათან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფს. ის ასევე დაინტერესდა საქართველოში სერბული ინვესტიციების პოტენციალითა და პერსპექტივებით.

ალექსანდრა ჯუროვიჩმა ელჩ დავით ბაქრაძეს დიდი მადლობა გადაუხადა სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისათვის საქართველოს მტკიცე პოზიციის დაფიქსირების გამო და აღნიშნა საქართველოსა და სერბეთის საერთაშორისო ინსტიტუტებთან ურთიერთობების მნიშვნელობა, განსაკუთრებით კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეასთან.

დავით ბაქრაძემ დადებითად შეაფასა ის წინსვლა და მიღწევები, რომელიც სერბეთმა ევროპასა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ გადადგა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავება დიდად შეუწყობს ხელს ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.

მხარეებმა ყურადრება გაამახვილეს სერბი მოქალაქეების დიპლომატიური და ბიზნეს ვიზების გამარტივებასა და გაუქმებაზე.

16.01.14

Please follow and like us: