ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ჯანჯღავამ, გამართა შეხვედრა ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანთან, დევიდ კუნისთან.
გიორგი ჯანჯღავამ გენერალურ მდივანს გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის წერილი ირლანდიის ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის იმონ გილმორის საქართველოში მოწვევის თაობაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მინისტრის ვიზიტის უაღრესად დიდ მნიშვნელობას, როგორც ირლანდიის სრულ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული არჩევანისა.
დევიდ კუნი მიესალმა ვილნიუსის ‘’აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ სამიტზე საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას და წარმატებები უსურვა ქვეყანას განვითარების ახალ ეტაპზე. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებული ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა. შეხვედრაზე აღინიშნა ორი ქვეყნის კულტურის სამინისტროების ხელშეწყობით 2014 წლის ივნისში დუბლინში დაგეგმილი ქართული კულტურის დღეების მნიშვნელობა და გამოითქვა სურვილი, საქართველოსა და ირლანდიას შორის გაღრმავდეს თანამშრომლობა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
17.01.14