საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში დავით ბაქრაძე, 2014 წლის 16 იანვარს სერბეთის პატრიარქ ირინეოსს შეხვდა. შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრეს სერბ და ქართველ მართლმადიდებელ ქრისტიან ხალხს შორის ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
საქართველოს ელჩმა პატრიარქს კულტურული თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით საელჩოს გეგმები გააცნო და აღნიშნა მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ორივე ქვეყნის ისტორიაში.
საქართველოს ელჩმა სერბეთის პატრიარქს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სახელით საჩუქრები გადასცა. ელჩთან შეხვედრაზე, სერბეთის პატრიარქმა ირინეოსმა დადებითად გაიხსენა მისი ვიზიტი საქართველოში.
17.01.14