22 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებში ,ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით „ტრიო კავკასიის“ კონცერტი გაიმართება. ტრიო ამერიკელი შემსრულებლებისგან შედგება. კარლ ლინიჩმა, სტუარტ გელსარმა და ალან გასერმა ტრიო 1994 წელს დააფუძნეს.
მათ პროფესიულ დონეზე შეისწავლეს და ასრულებენ ქართულ ხალხურ მუსიკას. სხვადასხვა დროს ტრიოს კონცერტები აქვს ჩატარებული, როგორც ლინკოლნის ცენტრში, ისე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.
ტრიოს წევრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ქართული ფოლკლორის ღრმა და საფუძვლიანი შესწავლისა და მსოფლიოში მისი პოპულარიზაციისათვის გაწეული საქიანობისათვის, თავის დროზე ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა.
18.01.14