საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის “ძლევაის” ცნობით, პატრიარქის ნათლული კიდევ 610 ბავშვი გახდება.
ნათლისღების დღესასწაულზე, დღეს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 34-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 610 ჩვილი გახდება.
მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა, სახარება, სანთლები და ჯვარი გადაეცემათ. ნათლობა ტაძარში 17.00 საათის შემდეგ დაიწყება. ნათლობის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათის შემდეგ, ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს. დღეისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 19 136 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილები არიან. 33-ე საყოველთაო ნათლობა 19 დეკემბერს გაიმართა.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა კი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა. კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
19.01.14