1398716_424962274272444_189543030_o_საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილედ შსს-ს მომსახურების სააგენტოს უკვე ყოფილი უფროსი ნინო კობახიძე დაინიშნა. როგორც “თბილისი თაიმსს” მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ნინო კობახიძე კანცელარიის მთავრობის ადმინისტრაციად გარდაქმნისა და რესტრუქტურიზაციის პროცესს უხელმძღვანელებს, რომელიც მართვის ევროპულ მოდელზე გადასვლას ისახავს მიზნად. “კანცელარიის რეორგანიზაცია დაეფუძნება ღია და საჯარო მმართველობის ევროპულ მოდელს. გატარდება მნიშვნელოვანი სტრუქტურულ–ფუნქციურ ცვლილებები, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებს შორის მეტ კოორდინაციასა და ეფექტურ მონიტორინგზე იქნება ორიენტირებული და მმართველობის.

თანამედროვე, ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს”, – განმარტავენ მთავრობის კანცელარიაში.

ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.

20.01.14

Please follow and like us: