22 საათის წინ
ნათია თურნავა – მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინვესტორები და კომპანიები არ დაფრთხნენ
22 საათის წინ
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაკავებულ ბერზე – ის ათონის მთაზე ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თავის სახლში იყო, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა
23 საათის წინ
ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა 15 მაისამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს
23 საათის წინ
„შოკოლადის დამტენი“ – ტკბილი გარემო შოკოლადის მოყვარულთათვის
2 დღის წინ
ირაკლი ხმალაძე – როცა ხალხს მოუწოდებ, კერძო მანქანები სახლებთან გააჩერონ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა სწორი არ არის

9ACEA82F-EEAE-43B7-9FF5-11D821E41EC9_mw1024_n_sპარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, თებერვლის ბოლოსთვის საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების მიღების პროცესი დასრულებული იქნება.

მან უკმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში სათანადო ცვლილებების განხორციელება ვერ მოახერხა. შესაბამისი განცხადება დავით უსუფაშვილმა დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.

“თებერვლის ბოლოსთვის სარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების მიღების პროცესი დასრულებული უნდა იყოს. ამით ჩვენ ვერ ვიცავთ დაპირებას, რომ საკითხები უფრო ადრე გადაწყდებოდა. ვაცნობიერებთ და პარლამენტის სახელით ვაცხადებ, რომ ეს ჩვენი ნაკლია, მაგრამ დაგეგმილი ცვლილებების არმიღება იმ მოტივით, რომ სასურველზე ნაკლები დროა დარჩენილი, უფრო უარესი იქნებოდა. დროის თვალსაზრისით, მთლად ევროპულ სტანდარტებში ვერ ჩავჯექით, მაგრამ ქართული ტრადიციული სტანდარტების გათვალისწინებით, ცოტა უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ანუ სადღაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ვართ”, – განაცხადა უსუფაშვილმა დიპლომატებთან შეხვედრისას.

ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები დიპლომატიურ კოპრუსს სასტურმო “რედისონში” ხვდებიან. შეხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარეც მონაწილეობს.

20.01.14

Please follow and like us: