15139544გიორგი მარგველაშვილი თურქეთის-საქართველოს შორის ერთობლივად განხორციელებულ პროექტების მნიშვნელობაზე საუბრობს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროექტების მნიშვნელობა რეგიონის ფარგლებს სცდება.

„პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის უაღრესად წარმატებული ტრანსნაციონალური პროექტები, რომლებსაც ერთობლივად ვახორციელებთ, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს როლი ამ პროექტების განხორციელებაში რეალურად სცილდება ჩვენს რეგიონს და ფაქტობრივად მთელი ევრაზიული კონტინენტის საკუთრება ხდება. ჩვენ ფაქიზად ვახერხებთ ერთმანეთის ჩართვით, როგორც ძეგლების შეფასებით, ასევე მათი რესტავრაციით მეცნიერების ჩართვას. მე მსურს მადლობა ვუთხრა თურქულ მხარეს იმ ხუთი დელეგაციისთვის, რომელიც აქ იყო გასულ წელს და შეისწავლიდა იშხანს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში დღეს დაიწყო. აეროპორტში დახვედრის ცერემონიის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა გვირგვინით შეამკო ათათურქის მემორიალი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა და გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები.

შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში 21 იანვარს ტაო-კლარჯეთში სტუმრობით დასრულდება.

20.01.14

Please follow and like us: