22 საათის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
4 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

4644saqartvelos mtavroba-300x263

საქართველოს მთავრობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

“თბილისი თაიმსი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“თბილისის მერიის გადაწყვეტილება სატელევიზიო ანძის განათების გამორთვასთან დაკავშირებით შეიცავს შანტაჟისა და პირდაპირი საბოტაჟის ნიშნებს. გვსურს ყველას შევახსენოთ, რომ მსგავსი ქმედება ისჯება საქართველოს კანონდმებლობით.

ანძის განათება პირდაპირ უკავშირდება საავიაციო უსაფრთხოებას. ამიტომ მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიცავს სერიოზულ საფრთხეს საჰაერო ნავიგაციისთის.
აქვე შევახსენებთ საზოგადოებას, რომ საქართველოს მტავრპბას, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს არცერთხელ არ შეუფერხებია თბილისის მერიისთვის კანონით გათვალისწინებული ტრანსფერის გადარიცხვა. შესაბამისად ბიოუჯეტის ჩავარდნით სპეკულაცია, თითქოს საფრთხე ექმნება დედაქალაქის ნორმალურ ფუნქციონირებას არ შეესაბამება სიმართლეს.
კიდევ ერთხელ შევახსენებ თბილისის მერიას, რომ მათი გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ შეიცავს საბოტაჟების ნიშნებს, საფრთხეს უქმნის მოიქალაქეების უსაფრთხოებას.

მოვუწოდებთ თბილისის მერიას, დაუყოვნებლივ აღადგინოს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისის სატელევიზიო ანძისთის, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად” – ნათქვამია განცხადებაში.

Please follow and like us: