1604535_588151381275942_211656657_nსაქართველოს პრემირ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის კანცელარიაში უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

პრემიერის პრესცენტრის ცნობით, სხდომზე ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მას თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დაზვერვის სამსახურის უფროსი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი, პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში დაესწრნენ.

21.01.14

Please follow and like us: