21 საათის წინ
ნათია თურნავა – მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინვესტორები და კომპანიები არ დაფრთხნენ
21 საათის წინ
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაკავებულ ბერზე – ის ათონის მთაზე ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თავის სახლში იყო, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა
23 საათის წინ
ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა 15 მაისამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს
23 საათის წინ
„შოკოლადის დამტენი“ – ტკბილი გარემო შოკოლადის მოყვარულთათვის
2 დღის წინ
ირაკლი ხმალაძე – როცა ხალხს მოუწოდებ, კერძო მანქანები სახლებთან გააჩერონ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა სწორი არ არის

800gancxadeba (3)როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულომ გუშინდელი საბოტაჟისა და თბილისის მერიის პოლიტიკის გამო მიიღო.

“თბილისის მერიას და თბილისის მთავრობას პროვოკაციების სერია ჰქონდა დაგეგმილი. გუშინ საბოტაჟის მიზნით, სრულიად უსაფუძვლოდ, მერიის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ტელეანძაზე განათება გაითიშა, თუმცა, მოგვიანებით, ჩვენი ძალისხმევით  განათება ისევ ჩაირთო.
აღმოჩნდა, რომ მისი ჩაქრობა არანაირ ფინანსებთან და ბიუჯეტთან არ იყო კავშირში. შესაბამისად, თბილისის მერიამ ამ ქმედებით გარკვეულ  საბოტაჟს მიმართა.
გამომდინარე ზემოთთქმულიდან,   მერიასა და  მთავრობას მათ მიერ წარმოებული პოლიტიკის გამო  უნდობლობას ვუცხადებთ  და მათ გადადგომას მოვითხოვთ’’, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ახალი მთავრობის დანიშვნა საკრებულოსთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, კოკი იონათამიშვილის განცხადებით კი, თბილისის მერიის ქმედებებიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ დღეს ან მომდევნო დღეებში მეტროსა  ან იგივე დასუფთავების სამსახურის მუშაობასაც შეექმნას საფრთხე.

“თუ ეს მოხდება, ესეც თავისთავად საბოტაჟის კიდევ ერთი  მაგალითი იქნება’’,–ვარაუდობს კოკი იონათამიშვილი.

“თბილისის ბიუჯეტის განხილვის პროცესში მერიამ დაუშვა სერიოზული პოლიტიკური შეცდომა და მიმაჩნია, რომ ანძის გათიშვით მან  დანაშაული ჩაიდინა. ვფიქრობთ, მერია ანალოგიურ შეცდომებს კვლავ დაუშვებს, რაც საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ დედაქალაქს და თბილისელებს, არამედ, მათი არაადეკვატური მოქმედებები შესაძლოა მთელს საქართველოზე გავრცელდეს.
ამდენად სწორად მიგვაჩნია, შევუერთდეთ ჩემი კოლეგების მოსაზრებას თბილისის მთავრობის გადაყენებასა და საკრებულოსთან კონსულტაციების გზით ახალი მთავრობის შემადგენლობის შერჩევასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა ფრაქციის “ქართლი ოცნება თბილისელები’’ თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ.

როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა ეს  საკრებულოს პოზიცია, ხოლო  რაც შეეხება საკითხის სამართლებრივ მხარეს, თბილისის საკრებულოს მთავრობის გადაყენების ბერკეტი არ გააჩნია.

21.01.14

Please follow and like us: