21 საათის წინ
ნათია თურნავა – მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინვესტორები და კომპანიები არ დაფრთხნენ
21 საათის წინ
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაკავებულ ბერზე – ის ათონის მთაზე ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თავის სახლში იყო, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა
23 საათის წინ
ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა 15 მაისამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს
23 საათის წინ
„შოკოლადის დამტენი“ – ტკბილი გარემო შოკოლადის მოყვარულთათვის
2 დღის წინ
ირაკლი ხმალაძე – როცა ხალხს მოუწოდებ, კერძო მანქანები სახლებთან გააჩერონ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა სწორი არ არის

201310161558061“ნაციონალური მოძრაობის” მტკიცებით, 2013 წელს საქართველოს სტრატეგიული ფუნქციის – აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი დერეფნის ნაწილობრივი ეროზია მოხდა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, გასულ წელს საქართველოს რკინიგზის მიმზიდველობა შემცირდა, რომლის შეფასების გაკეთების დროსაც პოლიტიკური ძალის წევრები იმ მონაცემებს ეყრდნობიან, რომლებიც რკინიგზის მიერ 2013 წელს განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს თავად გამოაქვეყნეს.

“2013 წლის იანვარ–ნოემბერში ადგილობრივი გადაზიდვები 2012 წელთან შედარებით შემცირდა 440 ათასი ტონით, ტრანზიტული გადაზიდვები 2012 წელთან შედარებით შემცირდა 840 ათასი ტონით, 2013 წელს საქართველოს რკინიგზამ გადაზიდა დაგეგმილზე 1,250,000 ტონით ნაკლები ნავთობპროდუქტი, ასევე დაგეგმილზე 1,750,000 ტონით ნაკლები მშრალი ტვირთი – ჯამში, 2013 წელს საქართველოს რკინიგზამ გადაზიდა დაგეგმილზე 3,000,000 ტონით ნაკლები ტვირთი (14%) (ათობით მილიონი დოლარი). 3 მილიონი ტონა ტვირთი აზიიდან ევროპაში მოხვდა საქართველოს გვერდის ავლით, ანუ რუსეთის გავლით, ეს კი ნიშნავს, რომ 2013 წელს მოხდა საქართველოს სტრატეგიული ფუნქციის – აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი დერეფნის ნაწილობრივი ეროზია, რაც შემაშფოთებელი ტენდენციაა”, – მიიჩნევენ პარტიაში.

ამასთან, “ნაციონალური მოძრაობის” განმარტებით, “თუ დავაკვირდებით საპროცენტო განაკვეთს საქართველოს რკინიგზის ევრობონდებზე, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებულ ევრობონდებზე, 2013 წელში აღინიშნება ზრდა, რაც მიუთითებს, რომ როგორც რკინიგზის, ისე ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა შემცირდა”.

21.01.14

Please follow and like us: