22 საათის წინ
ნათია თურნავა – მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინვესტორები და კომპანიები არ დაფრთხნენ
23 საათის წინ
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაკავებულ ბერზე – ის ათონის მთაზე ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თავის სახლში იყო, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა
24 საათის წინ
ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა 15 მაისამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს
24 საათის წინ
„შოკოლადის დამტენი“ – ტკბილი გარემო შოკოლადის მოყვარულთათვის
2 დღის წინ
ირაკლი ხმალაძე – როცა ხალხს მოუწოდებ, კერძო მანქანები სახლებთან გააჩერონ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა სწორი არ არის

unnamedსაქართველოში აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი დეივიდ დევენპორტი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. სერჟანტ დევენპორტს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი მასპინძლობს.

დღეს სერჟანტი დევენპორტი და სერჟანტი კოპალიანი გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეხვდნენ. შეხვედრაზე საქართელო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

დღესვე, დეივიდ დევენპორტმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლობების მთავარ სერჟანტებთან გამართა შეხვედრა. საუბრის მთავარი თემა სერჟანტთა პროფესიული განათლების გაღრმავება იყო. შეხვედრაზე ასევე მიმდინარე წლის მაისში საქართველოში ევროპის არმიების მთავარი სერჟანტების დაგეგმილი კონფერენციაზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ალუდა კოპალიანმა  ამერიკელ კოლეგას ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ უმასიპინძლა. დეივიდ დევენპორტმა ქართველი კოლეგებისგან ISAF-ის მისიისთვის 23-ე ბატალიონის მზადყოფნის შესახებ ბრიფინგი მოისმინა.

ხვალ აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს მოინახულებს და სერჟანტთა მომზადების კურსებზე მიღების პროცესს დააკვირდება. გამგზავრებამდე სერჟანტი დევენპორტი გორში ISAF-ის მისიის დროს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსაც მოინახულებს.

21.01.14

Please follow and like us: