21 საათის წინ
ნათია თურნავა – მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინვესტორები და კომპანიები არ დაფრთხნენ
21 საათის წინ
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაკავებულ ბერზე – ის ათონის მთაზე ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თავის სახლში იყო, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა
23 საათის წინ
ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა 15 მაისამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს
23 საათის წინ
„შოკოლადის დამტენი“ – ტკბილი გარემო შოკოლადის მოყვარულთათვის
2 დღის წინ
ირაკლი ხმალაძე – როცა ხალხს მოუწოდებ, კერძო მანქანები სახლებთან გააჩერონ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა სწორი არ არის

DD7873ED-07BC-4112-B52A-CBC269BC2214_mw1024_n_sჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი აფასებს საქართველოს ხედვებს სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ზაქარეიშვილის შეფასებით, ლავროვი ამ შემთხვევაში არ თვალთმაქცობს და სათქმელს პირდაპირ ამბობს.

“ჩვენ კმაყოფილი ვართ, რომ რუსეთი აფასებს საქართველოს ხედვებს და პოლიტიკას სოჭის ოლიმპიადის მიმართულებით. რაც შეეხება ახალ რეალიებს, ის მართლა არსებობს. ახალი რეალობა არის ის, რომ რუსეთი ვეღარ იქნება სამშვიდობო პროცესში ჩართული, ვერ იქნება მესამე ძალა, როგორც იყო ადრე. რუსეთი არის აგრესორი ძალა, ოკუპანტი მხაერე და შესაბამისად, რეალობა შეიცვალა. საქართველო მკაფიოდ და ცალსახად, უკანმოუხედავად მიდის ნატო-სკენ, ევროპული ინსტიტუტებისკენ, შესაბამისად, ლავროვს და რუსეთს ამისთვის თვალის გასწორება მოუწწევთ და ეს არის ახალი რეალობა, რომელსაც საქართველო შექმნის კავკასიაში”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა ვერ წარმოუდგენია, ვიდრე სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის წარმომადეგენლობებია.

“ვიდრე რუსეთი უკან არ წაიღებს აღიარებას და, შესაბამისად, ამ წარმომადგენლობებს, ბუნებრივია, საქართველო-რუსეთს შორის ვერ აღდგება დიპლომატიური ურთიერთობა. ყველა სხვა მიმართუებით ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, სადაც ხელს არ შეგვიშლის დიპლომატიური ურთიერთობა”,- აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის განვითარებას თბილისის მიერ 2008 წლის ომის შემდეგ, რეგიონში შექმნილი რეალობის არაღიარება ამუხრუჭებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“საქმე არა ფორმალობაში, არა დიპლომატიური ურთიერთობების არქონაშია. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია იმ რეალობის შეცვლა, რომელიც სააკაშვილის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ შეიქმნა. პრაქტიკული კუთხით ძალიან ხშირად ვაწყდებით ამ პრობლემას – საქართველოს მიერ იმ რეალობის არაღიარების პრობლემას, რომელიც რეგიონში შეიქმნა. პერიოდულად ეს დაამუხრუჭებს და შეაფერხებს ჩვენს ურთიერთობებს”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

21.01.14

Please follow and like us: