leqso_შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთს ეწვია. შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვდება ბრიტანეთის შინაგან საქმეთა ოფისის ხელმძღვანელებს, აგრეთვე, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გამართავს ლონდონის საქალაქო პოლიციის სამსახურის შტაბ-ბინა შცოტლანდ Yard-ში.

მინისტრის შეხვედრა ასევე დაგეგმილია დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს დირექტორთან ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში, სადაც ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.

სამინისტროს ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი 24 იანვარს დასრულდება.

22.01.14

Please follow and like us: