21 საათის წინ
ნათია თურნავა – მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინვესტორები და კომპანიები არ დაფრთხნენ
21 საათის წინ
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაკავებულ ბერზე – ის ათონის მთაზე ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თავის სახლში იყო, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა
23 საათის წინ
ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა 15 მაისამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს
23 საათის წინ
„შოკოლადის დამტენი“ – ტკბილი გარემო შოკოლადის მოყვარულთათვის
2 დღის წინ
ირაკლი ხმალაძე – როცა ხალხს მოუწოდებ, კერძო მანქანები სახლებთან გააჩერონ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა სწორი არ არის

garibashvili-irakli201303მინისტრებს სახელფასო დანამატი უმცირდებათ. როგორც “თბილისი თაიმსს” საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერმა აღნიშნული გადაწყვეტილება ხარჯების შემცირებისა და მინისტრთა ხელფასებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე რეაგირების მიზნით მიიღო.

“ხარჯების შემცირებისა და მინისტრთა ხელფასებთან დაკავშირებით საზოგადოებაში მრავალგზის გაჩენილ კითხვებზე რეაგირების მიზნით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მინისტრთა კაბინეტის წევრებს სახელფასო დანამატი შეუმცირდებათ. ნაცვლად 6300 ლარისა, მინისტრთა სახელფასო სარგო, სახელფასო დანამატთან ერთად 5000 ლარი გახდება”, – განმარტავენ პრემიერის პრესსამსახურში.

შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

22.01.14

Please follow and like us: