21 საათის წინ
ნათია თურნავა – მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინვესტორები და კომპანიები არ დაფრთხნენ
21 საათის წინ
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაკავებულ ბერზე – ის ათონის მთაზე ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თავის სახლში იყო, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა
23 საათის წინ
ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა 15 მაისამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს
23 საათის წინ
„შოკოლადის დამტენი“ – ტკბილი გარემო შოკოლადის მოყვარულთათვის
2 დღის წინ
ირაკლი ხმალაძე – როცა ხალხს მოუწოდებ, კერძო მანქანები სახლებთან გააჩერონ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა სწორი არ არის

52d7c08e5cd15kakha_kaladze_8ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან არსებული უსაფრთხოების საბჭოს შექმნით უშიშროების საბჭოს ორგანოს დუბლირება არ ხდება.

“არა მგონია, ეს საბჭო უშიშროების საბჭოს ანალოგი იყოს”, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.

მისივე განმარტებით, უსაფრთხოების საბჭოს შექმნა ემსახურება იმას, რომ “პრემიერს მეტი ინფორმაცია ჰქონდეს”.

“მოგეხსენებათ, კონსტიტუციის ცვლილების მერე უშიშროების საბჭო მაინც დარჩა პრეზიდენტთან. ახალი საბჭოს შექმნა უბრალოდ ემსახურება იმას, რომ უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს პრემიერს და ამასთან დაკავშირებით მოხდა მისი ჩამოყალიბება. ასევე არსებობს ეკონომიკური საბჭო. ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ გამარტივდეს ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში და გაუადვილდეთ ბიზნესმენებს საქმიანობა”, – დასძინა კალაძემ

დებულებების მიხედვით, რომელსაც დღეს მასალა “ინტერპრესნისუსმა” მოამზადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო თავისი შემადგენლობით, ამოცანებით, უფლებამოსილებებით თითქმის იგივეა, რაც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო – ეროვნული უშიშროების საბჭო.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ზუსტად ის ფუნქციები აქვს, რაც სადღეისოდ ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება. ამას ერთი მხრივ “ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” მოქმედი კანონი, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დებულება ადასტურებს, რომელიც მთავრობის 6 იანვრის დადგენილებით არის დამტკიცებული.

22.01.14

Please follow and like us: